მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › ადმინისტრაციული სამართალი › ადმინისტრაციული სამართალდარღვევები › Reply To: ადმინისტრაციული სამართალდარღვევები
ა) განზრახვა– შეიძლება იყოს, როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი განზრახვა.
პირდაპირი განზრახვა– პირს გაცნობიერებული აქვს, რომ მისი ქმედება არის მართლსაწინააღმდეგო, მან იცის, რომ მისი ქმედების შედეგად შეიძლება დადგეს მართლსაწინააღმდეგო შედეგი/ მოხდეს სამართლებრივი სიკეთის შელახვა და მას სურს ამ შედეგის დადგომა.
მაგ: ავტობუსში ბილეთის გარეშე მგზავრობა, აკრძალული ჯიშის მწვანე ნარგევების გაჩეხვა და ა.შ.
არაპირდაპირი განზრახვა– პირს გაცნობიერებული აქვს, რომ მისი ქმედება არის მართლსაწინააღმდეგო, მან იცის, რომ მისი ქმედების შედეგად შეიძლება დადგეს მართლსაწინააღმდეგო შედეგი/მოხდეს სამართლებრივი სიკეთის შელახვა და იგი გულგრილად ეკიდება ამ საკითხს.
მაგ: ავტომობილის დიდი სიჩქარით მართვა, იმის გათვალისწინებით, რომ შეიძლება მოხდეს ავარია, თუმცა მძღოლი გულგრილად ეკიდება ამ შედეგს, რაც რეალურად დგება კიდეც.
