მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › სამოქალაქო სამართლის ზოგადი საკითხები › Reply To: სამოქალაქო სამართლის ზოგადი საკითხები
კერძო სამართლის სუბიექტები
ფიზიკური პირები– ყველა ადამიანი, მიუხედავად მოქალაქეობისა.
იურიდიული პირები– ყველა იურიდიული პირი, მათ შორის სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირები და უცხოური იურიდიული პირები.
ორგანიზაციები, რომლებიც არ არიან იურიდიული პირები– მაგ: ამხანაგობები, თუმცა მათ გააჩნიათ გარკვეული შეზღუდვები, როგორც სუბიექტებს, რაზეც უფრო დეტალურად ვისაუბრებთ ამ თემაშ მოგვიანებით.
სახელმწიფო ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირები – იმ ურთიერთობებში წარმოადგენენ კერძო სამართლის პირებს, რომლებიც სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, არ უნდა მოწესრიგდეს საჯარო სამართლით.
