#27329
Edika
Participant

შინაარსზე რათქმაუნდა  ბევრი რამეა დამოკიდებული, მაგრამ როცა ხელშეკრულებაში წერია რომ: “სესხის ხელშეკრულება უზრუნველყოფილია იპოთეკით”; “იპოთეკაა უზრუნველყოფს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნებს”; “უზრუნველყოფს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას”  აღნიშნული ნიშნავს იმას რომ იპოთეკის ფარგლები ვრცელდება როგორც ძირითად ვალდებულებაზე, ასევე სარგებელზე, ჯარიმაზე და სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზიანზეც? ჩემი აზრით ნიშნავს.