მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › იპოთეკა & გირავნობა › Reply To: იპოთეკა & გირავნობა
დაუშვათ სესხის ხელშეკრულება არის 10 თვიანი. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო კრედიტორიმა შეწყვიტა ხელშეკრულება მე-5 თვეს. კრედიტორმა სასამართოს მიმართა ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10-ე თვეს.
ანუ იმას ვამბობთ რომ 5-დან 10- თვემდე (ანუ ხელშეკრულების დარჩენილი ვადა) რა სარგებელიც უნდა მიეღო კრედიტორს (მიუღებელი შემოსავალი) იმაზე არ ვრცელდება იპოთეკა? რა მნიშნელობა აქვს პრინციპში საანაბრე ზიანია თუ სახელშეკრულებო ზიანი. მე არ შემხვედრია ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით სასამართოს პოზიცია, მაგრამ ბანკები ითხოვენ რომ იპოთეკის ფარგლები გავრცელდეს მიუღებელ შემოსავალზეც და აკმაყოფილებენ კიდევაც სასამართლო/არბიტრაჟები.
გირავნობის შემთხვევაში 256-ე მუხლი ითვალისწინებს ისე გირავნობის გავრცელებას მოთხოვნასთან დაკავშირებულ “სხვა დამატებით უფლებებზე” (სავარაუდოდ სხვა დამატებით უფლებებში მიუღებელი შემოსავალიც იგულისხმება) გირავნობის გავრცელებას. იპოთეკის შემთხვევაშიც მსგავსი მიდგომა ხომ არ უნდა იყოს?
