მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › საოჯახო სამართალი › Reply To: საოჯახო სამართალი
დაუშვათ განკარგა ანდერძით ქონება რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენდა. გარდაიცვალა, ანდერძის შედეგი დადგა. გარდაცვლილს როგორ მოთხოვ 1160-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი წესით ” ქონების განკარგვით მიღებულ სარგებელს”? (ვერც სხვა მემკვიდრეს, როგორც უფლებამონაცვლეს ვერ მოთხოვ). მკვდარს რანაირად მოთხოვ? მატერიალურ სამარტლებრივი საფუძველი აღარ არსებობს უბრალოდ მოთხოვნის. მე ვფიქრობ 1160-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე შეიძლება ვთქვათ რომ 1160-ე მუხლის ერთ ერთი მიზანია უფლებაშესახული მეუღლის ინტერესების დაცვა – რესტიტუცია (1160-ე მუხლის მესამე ნაწილი). როცა პირი გარდაცვლილია იმას ვერ მოთხოვ ვერანაირ კომპესაციას, ამიტომ უნდა შეიზღუდოს 1160-ე მუხლის მეორე ნაწილის მოქმედება, მაშინ როცა უსასყიდლოდ ხდება გასხვისება (ანუ როცა ანდერძის ხდება გადაცემა).