მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › საოჯახო სამართალი › Reply To: საოჯახო სამართალი
მე საერთოდ იცით რას ვფიქრობ, 1171-ე მუხლი არარელევანტურია უნდა იყოს. ამ შემთხვევაში რატომ არ შეიძლება სკ-ის 1160-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენება. იმ კუთხით, რომ ერთმა მეუღლემ განკარგა მეუღლეთა თანასაკუთრება და ეს განკარგვა ნამდვილია ამ ნორმის მიხედვით. ასეთ შემთხვევაში მეორე მეუღლეს ექნება მხოლოდ 1160-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნის უფლება მეუღლის მიმართ, ხომ ასეა?
და ვინაიდან თანასაკუთრების განმკარგველი მეუღლე გარდაიცვალა, მას მხოლოდ ამ მეუღლის სამკვიდროდან ექნება აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების უფლება, ხოლო იმ მესამე პირს, ვის მიმართაც მოხდა აღნიშნული ქონების განკარგვა, იმის ვერ მოსთხოვს ვერაფერს.
