მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › ადმინისტრაციული სამართალი › სააღსრულებო საკითხები › Reply To: სააღსრულებო საკითხები
აღწერა დაყადაღების აქტების არ არსებობა
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება N- ბს-395-374
საკითხი ეხება აღწერა დაყადაღების აქტების არ არსებობას. მოსარჩელე ამბობდა რომ რადგან საქმეში არ მოიპოვება აღწერა დაყადაღების აქტები ანუ დარღვეულია სააღსრულებო კანონის 47-48 მუხლები, შესაბამისად განხორციელებული სააღსრულებო მოქმედებები უნდა გაუქმდესო. (აუქციონი და მისი შედეგები” ოქმი და განკარგულება ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ).
უზენაესი ამბობს რომ აღმასრულებლის მიერ ქონების აღწერის აქტის შეუდგენლობას არ გამოუწვევია აუქციონზე გასატანი ქონების არასწორი იდენდიფიკაცია, შეფასება ან აუქციონის ჩატარებამდე გასხვისება. ფორმალური ხასიათის დარღვევაა უბრალოდ, რომელსაც შედეგზე არსებითი გავლენა არ მოუხდენიაო.
ამავე გადაწყვეტილებაში საუბარია იმაზე რომ მარტალია არ არსებობს აუქციონის საჯაროდ დანიშვნის შესახებ განკარგულება, მაგრამ არც ამის გამო არ შეიძლება აუქციონის ბათილობა. მთავარია რომ ჩატარებული აუქციონი საჯარო იყო.
აღნიშნული გადაწყვეტილებიდან ჩანს რომ შეიძლება სააღსრულებო წარმოებისას დარღვეულ იქნას ფორმალური პროცედურები, მაგრამ თუ ამას არსებითი გავლენა არ მოუხდენია შედეგზე დაუშვებელია შედეგების ბათილობა. შეიძლება საერთოდ არ არსებობდეს აღწერის და შეფასების ოქმი საქმეში, მაგრამ თუ ამის მუხედავად სააღსრულებო მოქმედება არსებითად სწორად ჩატარდა/თუ გადაწყდა, დაუშვებელია შედეგის ბათილობა.
