მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › ადმინისტრაციული სამართალი › სააღსრულებო საკითხები › Reply To: სააღსრულებო საკითხები
სამოქალაქო პროცესის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილსი “ვ” პუნქტი ეხება სადავო აქტს, ანუ ამ შემთხვევაში აღსრულების დაწყების შესახებ დადგენილება, რომ იყოს სადავო, მაშნ შეიძლება მაგის გამოყენება, თუმცა ამ შემთხვევაში სადავოა არა აღსრულების დაწყების შესახებ დადგენილება, არამედ აღსრულების შეწყვეტის საკითხი დგას პრობლემად, ამიტომაც არარელევანტურია ეგ ნორმა.
რაც შეეხება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-3 ნაწილს. შეიძლება ამ ნორმის გამოყენება და გამოვიყენებდი კიდეც, თუმცა მოწინააღმდეგე მხარე, რომ ვიყო მივუთითებდი 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ი” პუნქტზე და ვიტყოდი, რომ ვინაიდან ამ ნორმით გათვალისწინებულია აღსრულების შეჩერების შემთხვევა ცალკეულ შემთხვევაში და კანონმდებელმა გამოყო კონკრეტულ შემთხვევა, როცა შეიძლება აღსრულების შეჩერება, ამით მან ნება გამოავლინა, რომ სხვა შემთხვევაში აღსრულების შეჩერებას არ უნდა მოხდეს. (თუმცა რა თქმა უნდა 198-ე მუხლის მე-3 ნაწილი ბევრად მძლავ პოზიციაზე აყენებს მეორე მხარეს)
