მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › ადმინისტრაციული სამართალი › სააღსრულებო საკითხები › Reply To: სააღსრულებო საკითხები
საინტერესო საკითხია ეგ ძალიან, ყოველთვის არსებობს იმის რისკი რომ ვალდებულება შესრულებული, შესაბამისად შეწყვეტილი იყოს და სააღსრულებო წარმოება მაინც დაიწყოს. მაგალითად სასამართლოს კანონიერ ძალაში შესრული გადაწუვეტილებით მოვალეს დაეკისრა თანხის გადახდა. სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე მოვალემ ხელზე გადასცა ეს ტანხა კრედიტორს, მიუხედავად ამისა კრედიტორმა აიღო სააღ. ფურცელი, მიიტანა სააღსრულებო ბიუროში და დაიწყო აღსრულება. რა უნდა მოხდეს ასეთ შემთხვევაში? როგორც ზემოთ ვთქვი პირველ რიგში დაგვჭირდება აღიარებითი სარჩელი ვალდებულების შესრულების და შეწყვეტილად ცნობის შესახებ.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 34-ე მუხლი განსაზღვრავს სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის საფუძვლებს ამომწურავად და მითითებული არ არის ამ მუხლში ისს რომ სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის ან თუნდაც დეპონირება, ვალის პატიება და ა.შ არის სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის საფუძველი. რატომ? ჩემი აზრით იმიტომ რომ ეს ურთიერთობები ეხება უშუალოდ მოვალეს და კრედიტორს შორის ურთიერთობებს, იქედან გამომდინარე, რომ აღსრულებას არ გააჩნია მოვალის მიერ ვალდებულების შეწყვეტის (შესრულება, დეპონირება, პატიება კონფუზია და ა.შ) შემოწმების, როგორც ცალმხრივი კერძოსამართლებრივი გარიგების მართლზომიერების სამართლებრივი მექანიზმი. 70-ე მუხლის (სააღ. წამოებათა შესახებ) მესამე ნაწილი განსაზღვრავს მოვალის ან მესამე პირის მიერ ვალდებულების შესრულებას, თუმცა ეს ეხება მოვალეს და აღსრულებას შორის ურთიერთობას, ანუ როცა აღსრულებაში შეიტანს თანხას მოვალე რაც არის გათვალისწინებული სააღსრულებო ფურცლით, რა შემთხვევაშიც 25-ე პირველი პრიმა მუხლის მიხედვით წყდება სააღსრულებო წარმოება (კრედიტორის დაკმაყოფილების შემდეგ არანაირი ეტაპი აღარ არსებობს სააღსრულებო წარმოების, ბოლო ეტაპია კრედიტორის დაკმაყოფილება). 34-ე მუხლით პირდაპირ კი არ არის გათვალისწინებული რომ 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შემტხვევაში წყდება სააღსრულებო წარმოება, მაგრამ 25-ე პირველი პრიმასტან ერთობლიობაში შეიძლება ითქვას რომ წყდება წარმოება.
მოკლედ რომ ვთქვათ აღსრულებას არ გააჩნია ვალდებულების შეწყვეტის სამოქალაქო კოექსით გათვაკლისწინებული სამართლებრივი საფუძვლების მართლზომიერების შემოწმების სამართლებრივი მექანისმი და სწორედ ამიტომ არაა გათავლისწინებული კანონის 34-ე მულში ეს საფუძვლები ჩაწერილი სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის სამართლებრივ საფუძვლებად. სააღსრულებო კანონი განსაზღვრავს ვალდებულების შეწყვეტას იძულებითი აღსრულების საფუძველზე. ასე რომ თუ შესრულდა ვალდებულება სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლით დადგენილი წესით, აღსრულებას ვერ მოთხოვს მოვალე რომ შეწყვიტე აღსრულებაო. სასამართლომ უნდა შეწყვიტოს აღსრულება ჩემი აზრით და რატომ და რა საფუძვლით მერე დავწერ თუ შევთანხმდებით რაც ზემოთ ვთქვი იმაზე.
