#2497

მოდი ასე ვთქვათ… გამოვყოთ ორი ტიპის სახელშეკრულებო ცვლილება:

1. არსებითი- როცა მოთხოვნის მოცულობა არსებითად იცვლება და იცვლება მასთან დაკავშირებული რეგულაციები  (ამას დავარქვათ რესტრუქტურიზაცია), ასეთ შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, იპოთეკა ვეღარ გავრცელდება რესტრუქტურიზებულ მოთხოვნაზე.

2. არაარსებითი, როცა იცვლება ვთქვათ რაღაც უმნიშვნელო პირობა, რომელიც გავლენას ვერ ახდენს მოთხოვნის მოცულობაზე, ასეთ შემთხვევაში იპოთეკა დარჩება.

ამდენად პირველ შემთვევაში საჭიროა მესაკუთრის თანხმობა, მეორეში არა… ხოლო თანხმობის გარეშე, მესაკუთრე უფლებამოსილია მოითხოვოს იპოთეკის შეწყვეტა.