მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › ადმინისტრაციული სამართალი › სააღსრულებო საკითხები › Reply To: სააღსრულებო საკითხები
შემდეგი საკითხი: აღსრულება და მორიგება
მეუღლეთა თანასაკუთრებაში მათი წილის თაობაზე სასამართლოში განიხილება საქმე. საქმის განხილვის დროს მხარეები მორიგდნენ შემდეგი პირობით: “ქმარი თანასაკუთრებაში წილის სანაცვლოდ ცოლს 2014 წლის იანვრამდე შეუძენდა ცალკე ბინას, წინააღმდეგ შემთხვევაში ცოლი პირდაპირ აიღებდა სასამართლოში სააღსრულებო ფურცელს რომელი მიხედვითაც საჯარო რეესტრში დაირეგისტრირებდა სადავო ქონების 1/2 წილს”.
გამოხდა ხანი, ქმარმა დადგენილ ვადაში მართლაც შეუძინა ცოლს ბინა (ვადის გასვლამდე 1 კვირით ადრე), თუმცა ცოლმა უარი განაცხადა შესრულების მიღებაზე და იმ მოლოდინით რომ გაიფორმებდა ცოლი შენაძენს თავის სახელზე საჯარო რეესტრში დროებით აღირიცხა ქმარმა თავის სახელზე.
მორიგებაში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ ცოლი მივიდა სასამართლოში, აიღო სააღსრულებო ფურცელი და დაიწყო სააღსრულებო წარმოება. ქმარმა სააღსრულებო წარმოების დააწყება გაასაჩივრა თავჯდომარესტან რომელმაც უარი უთხრა საჩივრის დაკმაყოფილებაზე. ამის შემდეს ქმარმა სარჩელი შეიტანა ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სააღსრულებოს წინააღმდეგ, აგრეთვე საქმეში მესამე პირად ჩაერთო ცოლი და თქვა რომ მორიგეიდან გაომდინარე ვალდებულება შესრულებული აქვს და სააღსრულებლო წარმოება უნდა შეწყდეს, აგრეთვე თანახმაა ბინა რომელიც შეიძინა მეუღლისათვის გადაეცა ნებისმიერ დროს.
აღსრულების წარმომადგენელმა თქვა რომ შესრულების მიღება კრედიტორის უფლებაა და არა ვალდებულება, ამასტანავე მას არ გააჩნია ვალდებულების შესრულების ფაქტის შემოწმების სამართლებრივი მექანიზმი, აგრეთვე სააღსრულებო წარმოება არ ითვალისწინებს კრედიტორისთვის ნივთის იძულებით გადაცემას, ამიტომ ვერ შეწყვეტდა წარმოებას.
როგორ უნდა გადაწყდეს დავა?
პ.ს ცოლი უარს აცხადებდა ბინის თავის სახელზე აღრიცხვაზე, მიუხედავად იმისა რომ ქმარი თანახმა იყო.
