მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › ადმინისტრაციული სამართალი › სააღსრულებო საკითხები › Reply To: სააღსრულებო საკითხები
სექტემბერი 2, 2014 at 04:58
#2073
Participant
შეჩერება ვერ მოხდება 70-ე მუხლის საფუძვლით, ხოლო გაუქმება ვერ მოხდება ამავე კანონის მე-18 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით
“ქონების საბაზრო ღირებულებასთან დაკავშირებულ დავაზე დაუშვებელია ამ ქონების შეფასების და მის საფუძველზე განხორციელებული სააღსრულებო მოქმედების, ასევე აუქციონის შედეგის გაუქმება, თუ პირველ აუქციონზე გამოცხადებული ქონების საწყისი ფასი არ აღემატება ამ ქონების საბაზრო ღირებულებას.”
სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლით შეიძლება ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ბიუროსგან, თუ დამტკიცდა, რომ ბიურომ ბრალეულად მიაყენა ზიანი მოვალეს, იმით, რომ საბაზრო ფასი არ განსაზღვრა სწორედ.
