მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › საოჯახო სამართალი › Reply To: საოჯახო სამართალი
გეთანხმები, მაგ პოზიციაშ, თუმცა აქვე დავწროთ მეორე პოზიციაც, რაც შეიძლება მოწინააღმდეგე მხარეს გააჩნდეს, კერძოდ1160-ე მუხლი დამატებით იცავს შემძენის ინტერესებს (185-ე მუხლზე ფართოდ) და აფუძნებს კონკრეტულ პრეზუმფციას, რომ თუ ერთი მეუღლე განკარგავს თანასაკუთრებაში არსებულ ნივთს, მაშინ არსებობს პრეზუმფცია, რომ მეორე მეუღლე თანახმაა, ანუ თუ მყიდველმა იცის, რომ მეორე მეუღლესაც გააჩნია უფლებები ამ ნივთზე, ეს გარემოება ვერ გახდება მყიდველის არაკეთილსინდისიერად ცნობისა და ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი.
ამ პოზიციისგასამყარებლად შეიძლება მოვიყვანოთ შემდეგი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: ას-909-949-2011 და ას-307-643-05, ამ გადაწყვეტილებებში სასამართლომ განმარტა, რომ თუ მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი მხოლოდ ერთი მეუღლის სახელზეა რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, მაშინ მისი განკარგვის შემთხვევაში, მეორე მეუღლე ვერ მოითხოვს განკარგვის ხელშეკრულების ბათილობას.
