#1787

ანდერძის ბათილობის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადები

 

სამოქალაქო კოდექსის 1409-ე მუხლი განსაზღვრავს ანდერძის ბათილობასთან დაკავშირებით სარჩელის შეტანის ხანდაზმულობის ვადას. მის მიხედვით, სარჩელი ანდერძის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, წარდგენილ უნდა იქნეს ორი წლის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის მომენტიდან.

 

უზენაესმა სასამართლომ (საქმე N-ას-15-15-2012)  განმარტა, რომ აღნიშნული მუხლის რეგულაცია ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომელთათვისაც ცნობილი იყო ანდერძის არსებობის შესახებ და იგი არ ვრცელდება იმ პირთა მიმართ, რომელთაც არავითარი ინფორმაცია არ გააჩნდათ იმის თაობაზე, რომ არსებობდა ანდერძი და არსებობდნენ ანდერძით მემკვიდრეები.