#1780

ზუსტად ასეთ შემთხვევას ეხება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება N- ას-33-489-06. სასამართლომ არ ჩათვალა ასეთ შემთხვევაში მეუღლეთა თანასაკუთრებად შეძენილი ნივთი.

ანუ დაიდო დადგენილი წესით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება და საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოხდა ქორწინების შემდეგ, თუმცა ნასყიდობის თანხა შემძენმა გადაიხადა ხელშეკრულების დადებისთანავე. სასამართლომ თქვა რომ მართალია საკუთრების შეძენა მოხდა ქორწინების პერიოდში, მაგრამ ვინაიდან ფასის გადახდა მოხდა ხელშეკრულების დადებისთანავე (ანუ ქორწინებამდე )ამიტომ ვერ ჩაითვლება თანასაკუთრებადო, ვინაიდან თანასაკუთრების წარმოშობისთვის მხოლოდ ქორწინების პერიოდში ქონების შეძენის ფაქტი არაა საკმარისი, არამედ საერთო სახსრებით და შრომის შედეგი უნდა იყოსო. ვინაიდან სახეზე არ გვაქვს ეს უკანასკნელ შესაბამისად თანასაკუთრებაც არ გვაქვსო.

N-ას-1155-1084-2012 ამ საქმეში კი, სააპელაციო სასამართლომ განსხვავებულად განმარტა მსგავსი შემთხვევა, თუმცა უზენაესმა სასამართლომ არ განიხილა ეს საქმე, რაც უცნაურია, რადგან ზემოთ მოყვანილი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებოდა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განმარტება.