Viewing 10 posts - 31 through 40 (of 48 total)
  • Author
    Posts
  • #1660

    სამოქალაქო კოდექსის 990-ე მუხლის პირველი ნაწილი

    “1. თუ არაუფლებამოსილი პირი რაიმე საგანს უსასყიდლოდ განკარგავს და ეს განკარგვა ნამდვილია უფლებამოსილი პირის მიმართ, მაშინ ის პირი, რომელმაც ამ განკარგვის შედეგად უშუალო სამართლებრივი სარგებელი მიიღო, მოვალეა მიღებული გადასცეს უფლებამოსილ პირს.”

    აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე არაუფლებამოსილი პირის ქმედება გულისხმობს ნივთის გაჩუქებას ან ჩუქების დაპირებით გამოწვეული პირადი ვალდებულების სხვისი ქონებით შესრულებას.

    არის მოსაზრება, რომ თუ პირი თავისი ვალდებულების (ჩუქების დაპირება) შესასრულებლად გადასცემს მესამე პირს გვაროვნული ნიშნით განსაზღვრულ ქონებას, რომლის გასხვისების უფლებაც მას არ ჰქონდა, მაშინ იგი ვალდებულია, დაუბრუნოს ამ ნივთზე უფლებამოსილ პირს ის სარგებელი,  რომელიც მან უსაფუძვლოდ მიიღო სხვისი ქონების მესამე პირისათვის გადაცემის ხარჯზე, ხოლო ის პირი, რომელმაც მიიღო შესრულება არ ითვლება უსაფუძვლოდ გამდიდრებულად.

    მაგ: “ა”-ს ჩუქების დაპირების ხელშეკრულებით უნდა გადაეცა “ბ”-სთვის 100 ტონა ყურძენი. “ა” შეიპარა “გ”-ს ვენახში, დაკრიფა ყურძენი, რომელიც გადასცა “ბ”-ს. ამ შემთხვევაში უსაფუძვლოდ გამდიდრებული არის “ა”, რადგან მან თავისი ვალდებულება შეასულა “გ”-ს ხარჯზე და შესაბამისად დაზოგა თავისი ქონება “გ”-ს ხარჯზე, ხოლო “ბ” არ არის გამდიდრებული, რადგან იგი ისედაც უფლებამოსილი იყო მიეღო აღნიშნული 100 ტონა ყურძენი “ა”-სგან აქედან გამომდინარე მისი გამდიდრების ფაქტი არ გვაქვს.

    #1670
    BLH
    Keymaster

    ბარემ აქვე ვთქვათ ვინ არის პირი ვისაც ევალება “უფლებამოსილი პირისათვის” საგნის დაბრულება და ვინ არის ეს უფლებამოსილი პირი, ანუ ვისაც უბრუნდება.  ვისაც უბრუნდება არის მესაკუთრე, მაგრამ ვინც უნდა დაუბრუნოს ეს დამოკიდებულია რა სამართალურთიერთობა გვაქვს, ჩუქება თუ ჩუქების დაპირება. ჩუქების დაპირების შემთხვევაში მესაკუთრეს უნდა დაუბრუნოს გამჩუქებელმა, პირდაპირ ჩუქების შემთხვევაში დასაჩუქრებულმა იქედან გამომდინარე რომ არანაირი სამართლებრივი სარგებელი არ უნახია გამჩუქებელს.

    #1671

    ჩუქების დროს მდიდრდება დასაჩუქრებული და ჩუქების დაპირებისას გვაროვნული ნივთის გადაცემის დროს მდიდრდება ჩუქების დამპირებელი, ამიტომაც მნიშვნელოვანია გაირკვევს ჩუქების თუ ჩუქების დაპირების ფარგლებში ხდება გვაროვნული ნივთის გადაცემა.

     

     

    #1664
    BLH
    Keymaster

    სამოქალაქო კოდექსის 187-ე მუხის მეორე ნაწილიდან გამომდინარე, როცა უსასყიდლოდ ხდება ნივთის განკარგვა, საინტერესოა რას გულისხმობს “არაუფლებამოსილი პირის მიერ საგნის უსასყიდლოდ განკარგვის ნამდვილობა”. ან როგორ შეიძლება ნამდვილი იყოს არასუფლებამოსილი პირის მიერ საგნის უსასყიდლოდ განკარგვა? რა შეიძლება განაპირობებდეს ნამდვილობას ასეთ შემთხვევაში?

    #1665

    გასაგებია, რომ არსებობს სამოქალაქო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვითაც, თუ ნივთზე არაუფლებამოსილი პირი განკარგავს სხვის მოძრავ ნივთს უსასყიდლოდ, მაშინ ასეთი განკარგვა ბათილია, თუმცა, როცა საქმე ეხება გვაროვულ ნივთს, აქ ცოტა სხვანაირად არის საქმე და სხვა ლოგიკა დევს.

    ზემოთ მოყვანილი მაგალითიდან გამომდინარე, როცა “ა” ჩუქების დაპირებიდან გამომდინარე ვალდებულია გადასცეს “ბ”-ს  გვაროვნული ნივთი.. მან აღნიშნული განახორციელა და გადასცა მას “გ”-ს გვაროვნული ნივთი.  990-ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე ვინ გამდიდრდა?  ამ მოსაზრების მიხედვით, რომელზეც დავწერე ზემოთ გამდირდა “ა”, რადგან მან თავისი ვალდებულების შესრულების დროს დაზოგა თავისი ქონება “გ”-ს ქონების ხარჯზე, ხოლო “ბ” არ გამდიდრებულა, რადგან იგი ისედაც უფლებამოსილი იყო მიეღო აღნიშნული შესრულება ნებისმიერ შემთხვევაში (ვიყენებთ სკ-ის 382-ე მუხლს).

     

    ამ შემთხვევაში ინდივიდუალურად განსაზღვრული ნივთი, რომ გვქონდეს, მაშინ “გ”-ს ექნებოდა “ბ”-სგან ამ ნივთის დაბრუნების უფლება, მაგრამ ვინაიდან სახეზეა გვაროვნული ნივთი, რომელიც სამოქალაქო ბრუნვაში არაერთი გვაქვს, “გ” უფლებამოსილია მოითხოვოს არა თავისი ვთქვათ 100 ტონა ყურძენი, არამედ იმავე ჯიშისა და ხარისხის 100 ტონა ყურძენი იმ პირისაგან, რომელიც გამდიდრდა და ეს პირი ამ შემთხვევაში იქნება არა “ბ”, არამედ “ა”..

     

    #1666
    BLH
    Keymaster

    გეთანხმები, მაგრამ მთავარი რა არის მანდ? ანუ გარიგების ნამდვილობას რა განაპირობებს? ვაჩუქებ სხვის ნივთს, რა შემთხვევაშიც შემძენი ფაქტიურად არაკეთილსინდისიერ შემძენს უთანაბრდება 187-ე მუხლის მეორე ნაწილიდან გამომდინარე? ანდა გამოიყენება საერთოდ 187-ე მუხლის მეორე ნაწილი?

    #1667

    აქ   მთავარია იმის გარკვევა ვინ გამდიდრდა, რადგან უსაფუძვლო გამდიდრებასთან გვაქვს საქმე. ასევე გვაროვნული ნივთის სპეციფიკაც უნდა გავითვალისწინოთ.. ზოგადად გვაროვნული ნივთის გადაცემა პირისათვის იწვევს მის გამდიდრებას, ანუ გვაქვს ფიქცია, რომ პირი, როცა უსაფუძვლოდ ღებულობს გვაროვნულ ნივთს და დაბრუნების საკითხი დგას დღის წესრიგში, ბრუნდება იმავე რაოდენობის/მოცულობის გვაროვნული ნივთი და არ არის აუცილებელი დაბრუნდეს მაინდამინაც ის გვაროვნული ნივთი, რომელიც გადაეცა ამ პირს.

    მაგ: “ა” და “ბ”-მ დადეს ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც “ა”-მ მიაწოდა “ბ”-ს 100 ტონა კარტოფილი. აღნიშნული ხელშეკრულება მოგვიანებით გაბათილდა (ნებისმიერი მიზეზით). ამ შემთხვევაში “ა”-ს ექნება “ბ”-სგან 100 ტონა კარტოფილის მოთხოვნის უფლება, უსაფუძვლოდ გამდიდრების საფუძვლით (976-ე მუხლი), ანუ ითვლება, რომ “ბ”-მ შეიძინა საკუთრების უფლება ამ 100 ტონა კარტოფილზე (უსაფუძვლოდ გამდიდრდა), როცა “ა”-მ მას გადასცა ეს საქონელი, შესაბამისად თუ “ბ” ვთქვათ “გ”-ს აჩუქებდა ამ 100 ტონა კარტოფილს, ეს იქნებოდა ნამდვილი ხელშეკრულება, რადგან იგი განკარგავდა თავის საკუთრებაში არსებულ საქონელს.

    ამასთან დაკავშირებით შეგვიძლია გავაანალიზოთ თხოვება და სესხის ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნება.. ასევე ვინდიკაციისა და 976-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები (ცალკე ინდ. ნივთსა და ცალკე გვაროვნულ ნივთან დაკავშირებით) კონტაჰენტებს შორის დადებული ხელშეკრულების ბათილობის შემთხვევაში.

    #1668
    BLH
    Keymaster

    ანუ რისი თქმა მინდოდა 990-ე მუხლით გათალისწინებულ “და ეს გარიგება ნამდვილია უფლებამოსილი პირის მიმართ”, ანუ ნამდვილობა ნიშნავს იმას რომ საკუთრებაში გადადის გვაროვნული ნივთი მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, თუ ეს არის აბსტრაქციის ელემენტი?

    #1669

    გვაროვნული ნივთის სპეციფიკიდან გამომდინარე იმ პირზეა საუბარი, ვინც მიიღო შესრულება ჩუქების დაპირებიდან გამომდინარე..

    იმაზე ვთანხმდებით, რომ მაგ მუხლში მთავარი არის ის, რომ განვსაზღვროთ გამდიდრებული პირი, რომელიც გამდიდრდა მესაკუთრის ხარჯზე. ეს გამდიდრებული პირი ჩუქების დაპირების შემთხვევაში შესრულების (მესაკუთრის გვაროვნული ნივთით) არის არაუფლებამოსილი პირი, რომელიც განკარგავს სხვის ქონებას.. დანარჩენ შემთხვევაში, რასაც არეგულირებს ეს მუხლი უსაფუძვლოდ გამდიდრებული იქნება დასაჩუქრებული..

    #2447

    მოკლედ ერთ ყოფილ პროკურორთან მომივიდა სერიოზული დავა..  შემდეგ საკითხზე:

    “ა”-მ ქრთამი მისცა “ბ”-ს და “ბ”-მ არ განახორციელა ის მოქმედება, რასაც დაპირდა “ა”-ს ამ ქრთამის სანაცვლოდ.. შემდეგ “ა”-მ დააჭერინა “ბ”…

    შეუძლია თუ არა “ა”-ს სამოქალაქო-სამართლებრივი გზით დაიბრუნოს გადაცემული ქრთამი, კერძოდ უსაფუძვლოდ გამდიდრების ნორმებით?  პასუხი დაასაბუთოს ვინც გადაწყვეტს პასუხს 😀

Viewing 10 posts - 31 through 40 (of 48 total)
  • You must be logged in to reply to this topic.