Viewing 10 posts - 21 through 30 (of 48 total)
  • Author
    Posts
  • #4797
    BLH
    Keymaster

    ბინით უკანონოდ სარგებლობის შედეგები

    სხვისი ბინით უკანონოდ სარგებლობის გამო ზიანის ანაზღაურების საკითხს ეხება ეს გადაწყვეტილებებიც (№ას-305-287-2014 და №ას-860-818-2013).

    საინტერესოა, ის გარემოება, რომ როდესაც ხორციელდება ბინით უკანონოდ სარგებლობა, ამ შემთხვევაში მართალია გვაქვს “უსაფუძვლოდ გამდიდრებასთან გათანარების” შემთხვევა, თუმცა ასევე დელიქტური მოთხოვნის უფლების შემადგენლობა გვაქვს, ანუ მოთხოვნის საფუძვლების კონკურენცია გვაქვს და საინტერესო ამ შემთხვევაში რატომ არ მოქმედებს უსაფუძვლო გამდიდრების სუბსიდიური ბუნება, რომლის მიხედვით მოთხოვნის საფუძვლების კონკურენციის დროს ჯერ უნდა გამოირიცოხს ყველა სხვა საფუძველი, სანამ მოხდება უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენება.

    #4799
    Edika
    Participant

    დელიქტური არააო პირდაპირ ამბობს სასამართლო, იქედან გამომდინარე რომ ფაქტობრივი დანაკლისი არ გვაქვს უკანონო სარგებლობის დროს.

    #4803
    BLH
    Keymaster

    ამბობს კი, მაგრამ რამდენად სწორია? როცა ვთქვათ სხვა პირი სარგებლობს ჩემი ნივთით, მე ხომ აღარ მაქვს იმის საშუალება, რომ იგი გავაქირავო, თუ იგი არ გამოდის თავისი ნებით ამ ბინიდან, შესაბამისად სახეზეა მიუღებელი შემოსავალი ამ ბინის გაქირავებიდან. ან თუნდაც ის შემთხვევა ავიღოთ, როცა ხდება სხვისი პირის ქონების განკარგვა, იგივე პრობლემა ჩანს იქაც.

    #4804
    Edika
    Participant

    დღესაც ვნახე ეგ გადაწყვეტილება და ამბობს 992 შემადგენლობა არ გვაქვსო. საერთოდ მე ვფიქრობ რომ უსაფუძვლო გამდიდრება და დელიქტი კონკურენციაში ვერ იქნება ერთმანეთთან. არ ჯდება ეგ არც ალტერნატიული, არც კუმულაციური და არც ე.წ გამომრიცხავიო კონკურენციის ჩარჩოებში. კონკურენციის რა მოგახსენო, მაგრამ  მე ვიცი რომ რუსეთის სამოქალაქო კოდექსის მიხედვით პარალელურად შეიძლება დელიქტური და  კონდიქციური მოთხოვნების დაყენება.

    გამდიდრების გათანაბრებას ეძახის სასამართლო როგორც მე მივხვდი მიღებული სიკეთის დაბრულების შეუძლებლობას, ოღონდ ისე რომ არ გვაქვს ფაქტობრივი დანაკლისი, ანუ ისეთი ზიანი რომელიც არ არის ფაქტობრივი დანაკლისი. დღეს კიდევ ვაკვირდებოდი ამ გადაწყვეტილებებს და ასეთ დანაკლისად (ანუ დელიქტად) სასამართლო არ განიხილავს ნივთის განკარგვით მიღებულ სარგებელს და მიუღებელსაც სარგებელსაც, არამედ როცა ზიანდება ქონება.  ამას უწოდებს გამდიდრების გათანაბრებას სწორედ.

    ანუ მიღებულ სარგებელს და იმ სარგებელსაც რაც ვერ მიიღო, მაგრამ არ გვაქვს ფაქტობრივი დანაკლისი ერთად უწოდებს გამდიდრების გათანაბრებას.

    #1704

    სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის მე-2 ნაწილი

    “მუხლი 982. სხვისი სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის შედეგები

    1. პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის,გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი.

    2. ბათილი განკარგვის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს შეუძლია ხელმყოფისაგან მოითხოვოს დაუყოვნებლივი ანაზღაურება.”

    რა შემთხვევას შეიძლება მოიცავდეს ეს დანაწესი?

    მაგ: “ა”-მ მოპარა “ბ”-ს მისი ძველებური ოქროს საათი, რომელიც ამ უკანასკნელს აჩუქა ბებიამ და მიყიდა “გ”-ს, რომელმაც გადაადნო ოქრო და სხვა ნაკეთობა გააკეთა.

    ამ შემთხვევაში “ა” და “გ”-ს შორის დადებული მოპარული საათის ნასყიდობის ხელშეკრულება არის ბათილი, სამოქალაქო კოდექსის 187-ე მუხლის მიხედვით, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ოქროს ბეჭდის დაბრუნება შეუძლებელია, “ბ”-ს ისღა დარჩენია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებით. ამ შემთხვევაში უსაფუძვლოდ გამდიდრებულია “ა” და მან უნდა აუნაზღაუროს “ბ”-ს მისი ოქროს საათის ღირებულება, სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით.

    #35290
    BLH
    Keymaster

    შესრულების მიღება არაუფლებამოსილი პირის მიერ

    სამოქალაქო კოდექსის 983-ე მუხლი. (სუსგ. № ას-348-331-2011)

    „სამოქალაქო კოდექსის 983-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს უფლებამოსილი პირის უფლება იმ პირის მიმართ, რომელმაც სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღო ფული ან გვაროვნული ნივთი, მოითხოვოს ამ სიკეთის კრედიტორისათვის დაბრუნება, ასევე არაუფლებამოსილი პირის ვალდებულება, დააბრუნოს ყველაფერი, რაც უსაფუძვლოდ მიიღო.

    კანონმდებელი აღნიშნული ნორმის გამოყენებისათვის სავალდებულოდ მიიჩნევს შესრულების მიღების ნამდვილობის დადგენას, რადგანაც კანონისმიერი ამ ვალდებულებითი ურთიერთობის ძირითად საფუძველს არაუფლებამოსილი პირის მიერ შესრულების მიღება წარმოადგენს, რაც მსგავსად ვინდიკაციური სარჩელისა, არაუფლებამოსილი პირის მიერ მიღებული შესრულების უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნების უალტერნატივო წინაპირობაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ მითითებული გარემოება უტყუარად არ იქნება დადგენილი, სამართლებრივი ურთიერთობის უსაფუძვლო გამდიდრებად კვალიფიკაციის წინაპირობა არ იარსებებს.“

    #1698
    BLH
    Keymaster

    შეცდომით სხვისი ვალების გასტუმრება

    “A”-ს ჰქონდა “B”-ს ვალი. “A”-ს მაგივრად ვალდებულება შეასრულა “C”-მ. აქვს თუ არა “C”-ს თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლება?

    #1699

    შეცდომით სხვისი ვალების გასტუმრება

    ამ შემთხვევაში “C”-ს შეუძლია “A”-ს მოთხოვოს თანხის დაბრუნება, სამოქალაქო კოდექსის 986-ე მუხლის საფუძველზე.

    “მუხლი 986. შეცდომით სხვისი ვალების გასტუმრება

    პირს, რომელიც შეგნებულად ან შეცდომით სხვის ვალებს ისტუმრებს, შეუძლია ამ პირს მოსთხოვოს თავისი ხარჯების ანაზღაურება.”

    აღნიშნული ნორმის გამოყენების წინაპირობას წარმოადგენს შემდეგი გარემოებები:

    1. პირის დავალიანების არსებობა;

    2. სხვა პირის მიერ ამ დავალიანების დაფარვა;

    3. დავალიანების მქონე პირის უსაფუძვლო გამდიდრება.

    ყველა ის პირობა გვაქვს ამ შემთხვევაში და შესაბამისად სახეზეა “A”-ს უსაფუძვლო გამდიდრება, “C”-ს ხარჯზე.

     

    #1702
    BLH
    Keymaster

    მოცემულ შემთხვევაში სკ-ის 986-ე მუხლით გათვაისწინებულია არა “თანხის უკან დაბრუნება”, არამედ “C”-ს ამ შემთხვევაში წარმოეშობა უფლება “A”-ს მიმართ, რადგან იგი უსაფუძვლოდ გამდიდრდა მის ხარჯზე.

    ამ შემთხვევაში მისი ქონების შემცირებამ გამოიწვია “A”-ს ქონების დაზოგვა, ხოლო “B”  არ არის გამდიდრებული, რადგან მას შესრულება მაინც უნდა მიეღო “A”-სგან.

     

    #29472
    BLH
    Keymaster

    შეცდომით ხარჯების გაწევა სხვა პირის ქონებაზე

    სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლი (სუსგ. Nას-711-666-2010)

    თბილისის სააპელაციო სასამართლომ, დუშეთის მაგისტრატი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შემოსული საჩივრის განხილვისას, მართალია, მართებულად გამოიყენა სსკ-ის 987-ე მუხლი, მაგრამ არ დაადგინა ამ ნორმის სწორად შეფარდებისათვის აუცილებელი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, პალატას უნდა გამოერკვია, თუ რა სახით არსებობდა მოპასუხის უძრავი ქონება მოსარჩელის მიერ სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყებამდე და რა სახით იქნა იგი დაბრუნებული მოპასუხისათვის.

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: მითითებული მუხლის მთავარი დებულება ისაა, რომ სხვა პირის ქონებაზე გაწეული ხარჯები უნდა ანაზღაურდეს. ამასთან, სხვა პირის ქონებაზე შეგნებულად ან შეცდომით გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირი ამით გამდიდრდა, ხოლო თუ გამდიდრების ფაქტი არ არის სახეზე, მაშინ მარტო ხარჯის გაწევა არ წარმოშობს კონდიქციურ ვალდებულებას.

    გამდიდრების ოდენობა უნდა განისაზღვროს იმ მომენტისათვის, როცა მოვალეს უბრუნდება თავისი ნივთი. ამ დროს უნდა გაირკვეს რა სახით იყო ნივთი გადაცემული და როგორი სახით ბრუნდება უკან. ასეთ შემთხვევაში რეალურად ჩანს გამდიდრების ხარისხი. გარდა ამისა, შესაძლებელია, გამდიდრება გამოიხატოს დაბრუნებული ნივთიდან ადრინდელთან შედარებით მეტი სარგებლის მიღებაში, რადგან მნიშვნელოვნადაა გაზრდილი დაბრუნებული ნივთის ღირებულება. ორივე შემთხვევაში მოვალის გამდიდრების ფაქტია მთავარი და გაწეული ხარჯები უნდა ანაზღაურდეს გამდიდრების ოდენობის შესაბამისად. კონდიქციურმა მოთხოვნამ არ უნდა გამოიწვიოს გამდიდრებული პირის ქონების იმაზე მეტად შემცირება, რითაც იგი გამდიდრდა. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და საქმე დააბრუნა სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად.

Viewing 10 posts - 21 through 30 (of 48 total)
  • You must be logged in to reply to this topic.