Viewing 3 posts - 11 through 13 (of 13 total)
  • Author
    Posts
  • #29164
    BLH
    Keymaster

    ქონების საკუთრებაში ფლობის 2 წლიანი ვადის ათვლა

     

    აქტივის საკუთრებაში ფლობის 2 წლიანი ვადა აითვლება: მარეგისტრირებელ ორგანოში საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღიდან;

     

    მაგ: საგადასახადო მიზნებისათვის, პირი ითვლება ბინის მესაკუთრედ, სამკვიდრო მოწმობის შედგენის თარიღიდან, მიუხედავად იმისა, თუ როდის მოხდა სამკვიდრო მოწმობით გათვალისწინებულ ბინაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

     

    მაგ: 2015 წლის 30 ნოემბერს დაიდო ნოტარიულად უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც „ა“-მ შეიძინა ბინაზე საკუთრება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მან დაირეგისტრირა თავისი საკუთრების უფლება ბინაზე 2016 წლის 10 მარტს.

     

    ბინის საკუთრებაში ფლობის 2 წლიანი ვადა აითვლება 2015 წლის 30 ნოემბრიდან და არა 2016 წლის 10 მარტიდან.

     

    მარეგისტრირებელ ორგანოში უფლებრივად ერთ საგნად რეგისტრირებული აქტივის გაყოფის შემთხვევაში მიღებული აქტივის საკუთრებაში ფლობის 2-წლიანი ვადა აითვლება გაყოფამდე არსებული აქტივის საკუთრებაში ფლობის თარიღიდან;

     

    მაგ: „ა“  მიწის მესაკუთრეა 2015 წლის 10 იანვრიდან. მან 2015 წლის 10 ივნისს მიწა გაყო შუაზე და დაარეგისტრირა, როგორც ცალკეული უძრავი ქონება, შემდგომ მიწის ერთ-ერთი ნაწილი გაყიდა 2017 წლის მაისში.

     

    მიღებული ნამეტი არ დაიბეგრება, რადგან გაყოფილი მიწების მესაკუთრედ „ა“ ითვლება, არა უძრავი ქონების გაყოფის შედეგად, გაყოფილი ნაკვეთების რეგისტრაციის მომენტიდან, არამედ გაყოფამდე არსებული საკუთრების შეძენის მომენტიდან.

     

    თუ არ ხდება საკუთრების უფლების მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაცია, საკუთრების უფლების წარმოშობის მომენტიდან.

     

    მაგ: მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების შესაძენად საკმარისია მათი გადაცემა მყიდველისათვის მფლობელობაში, სწორედ ამ მომენტიდან აითვლება 2 წლიანი ვადა, რომლის გასვლისის შემდგომ, ქონების გაყიდვის შემთხვევაში ნამეტი არ იბეგრება.

    #29165
    BLH
    Keymaster

    ქონების რეალიზაციით მიღებული ნამეტის გამოთვლა

     

    სხვაობა აქტივის მიწოდების ფასსა და მასზე საკუთრების უფლების წარმოშობისას მისი შეძენის ფასს შორის;

     

    მაგ: ნიკამ იყიდა ავტომობილი 5.000 ლარად და გაყიდა 6.000 ლარად. ნამეტი გამოითვლება გაყიდულ ფასსა და ავტომობილის შესაძენად გადახდილ ფასს შორის სხვაობით. მოცემულ შემთხვევაში ნამეტი იქნება 1000 ლარი.

     

    სხვაობა აქტივის მიწოდების ფასსა და უსასყიდლოდ მიღების მომენტში მის საბაზრო ფასს შორის, თუ აქტივზე საკუთრების უფლება უსასყიდლოდ იყო მიღებული.

     

    მაგ: ნიკას აჩუქეს ავტომობილი, რომლის ღირებულება იყო 5.000 ლარი. მან ავტომობილი გაყიდა 6.000 ლარად. მოცემულ შემთხვევაშიც ნამეტი იქნება 1000 ლარი.

     

    #29166
    BLH
    Keymaster

    ჩუქებით/მემკვიდრეობით მიღებული შემოსავალი

     

    საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებულია, შემდეგი სახის შემოსავლები:

     

    საგადასახადო წლის განმავლობაში I და II რიგის მემკვიდრეების მიერ ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულება;

     

    საგადასახადო წლის განმავლობაში 1000 ლარამდე ჩუქებით მიღებული ქონების ღირებულება, გარდა დაქირავებულის მიერ დამქირავებლისაგან ჩუქებით მიღებული ქონების ღირებულებისა;

     

    საგადასახადო წლის განმავლობაში III და IV რიგის მემკვიდრეების მიერ 150 000 ლარამდე ღირებულების, ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულება;

     

    მაგ: თუ III რიგის მემკვიდრემ მიიღო სამკვიდრო, რომლის მთლიანმა ღირებულებამ შეადგინა 180.000 ლარი, ხოლო სამკვიდროს მისაღებად გაწეულმა ხარჯებმა 1000 ლარი (სამკვიდრო მოწმობის, გარდაცვალების მოწმობის მოპოვების,  ადვოკატის მომსახურების ხარჯები და ა.შ.).

     

    ასეთ შემთხვევაში 180.000 ლარს გამოაკლდება 1000 ლარი, 179.000 ლარი იქნება დასაბეგრი შემოსავალი, რომლისგანაც 150.000 ლარის მოცულობით გათავისუფლდება მემკვიდრე, ხოლო დარჩენილ 29.000 ლარიდან გადაიხდის საშემოსავლო გადასახადს 20%-ის ოდენობით.

     

    ფიზიკური პირის (I რიგის მემკვიდრის) მიერ ჯამურად მის და მამკვიდრებლის/მჩუქებლის საკუთრებაში 2 წელზე მეტი ვადით არსებული მატერიალური აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი;

     

    მაგ: I რიგის მემკვიდრემ მამისგან მემკვიდრეობით მიიღო ბინა, რომელსაც მამა საკუთრებაში ფლობდა 1 წლის განმავლობაში გარდაცვალებამდე. სამკვიდროს მიღებიდან 15 თვის შემდგომ მემკვიდრემ გაყიდა ბინა და მიიღო 10.000 ლარის ნამეტი.

     

    მოცემულ შემთხვევაში ნამეტი არ დაიბეგრება, რადგან მემკვიდრე არის I რიგის, ხოლო ქონება მასსა და მამკვიდრებელის საკუთრებაში ჯამურად 2 წელზე მეტი ვადით იმყოებოდა.

     

    ქონების ჩუქებისას ან/და ანდერძით მემკვიდრეობისას I, II, III და IV რიგის მემკვიდრეებად ითვლებიან შემდეგი პირები:

     

    I რიგის მემკვიდრეებად − მეუღლე, შვილი, ნაშვილები, შვილიშვილი, შვილიშვილის შვილი და მისი შვილი, მშობელი და მშვილებელი;

     

    II რიგის მემკვიდრეებად − და, ძმა, დისწული, ძმისწული და მათი შვილები;

     

    III რიგის მემკვიდრეებად − ბებია და პაპა, ბებიის დედ-მამა და პაპის დედ-მამა, როგორც დედის, ისე მამის მხრიდან;

     

    IV რიგის მემკვიდრეებად − ბიძა (დედის ძმა და მამის ძმა), დეიდა და მამიდა.

Viewing 3 posts - 11 through 13 (of 13 total)
  • You must be logged in to reply to this topic.