Viewing 6 posts - 51 through 56 (of 56 total)
  • Author
    Posts
  • #32160
    BLH
    Keymaster

     

    სამეწარმეო ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა

     

    ას-75-408-09

     

    რაც შეეხება მოსარჩელის მტკიცებას, რომ მას შპსმსსაგანდღემდე არ მიუღია გადაცემული წილის საფასური, ამ საკითხთან დაკავშირებით საკასაციო პალატა ეთანხმება კასატორს, რომ სასამართლოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადებით უნდა ეხელმძღვანელა.

     

    მეწარმეთა შესახებკანონის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ამ კანონის მიხედვით პრეტენზიების ხანდაზმულობის ზოგადი ვადა არის ხუთი წელი, რომელიც აითვლება მათი წარმოშობიდან, თუ კანონი სხვა რამეს არ განსაზღვრავს. განსახილველ შემთხვევაში საუბარია ნასყიდობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულების შესრულებაზეკერძოდ კი, შემძენის მიერ ნასყიდობის საგნის საფასურის გადახდაზე. აღნიშნული კი ვერ ჩაითვლებამეწარმეთა შესახებკანონიდან წარმოშობილ პრეტენზიად.

     

    სახელშეკრულებო ურთიერთობები სამოქალაქო კოდექსით წესრიგდება და მათზე ამავე კოდექსით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები ვრცელდება.

     

    როგორც საქმიდან ირკვევა, წილის ნასყიდობის ხელშეკრულება 2001 წლის 5 აპრილსაა დადებული. . ძემ კი სარჩელი 2008 წლის 13 მაისს აღძრა, .. სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული 3წლიანი ვადის გასვლის შემდეგ.

    #32161
    BLH
    Keymaster

    შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში წილის მემკვიდრეობით

    (საქმე № 3კ-532)

    პარტნიორის გარდაცვალებისას მის მემკვიდრეზე გადადის შპს-ში წევრობა ისეთივე მოცულობით და ოდენობით, როგორიც სამკვიდროს დამტოვებელს ჰქონდა სამკვიდროს გახსნისას.

    სააპელაციო სასამართლომ ასევე სწორად მიუთითა, რომ მემკვიდრეზე წილის გადასვლის საკითხს არეგულირებს მემკვიდრეობითი სამართალი. მამკვიდრებლის გარდაცვალების შემთხვევაში მისი წილი გადადის მემკვიდრეზე. მემკვიდრე სკ-ს 1310-ე მუხლის საფუძველზე ვერც კანონით და ვერც ანდერძით სამკვიდროს ვერ მიიღებს, თუ იგი უღირსი მემკვიდრეა, მაგრამ გარემოებები, რომლებიც უღირსი მემკვიდრისათვის მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევის საფუძველს წარმოადგენს, დადგენილი უნდა იქნეს სასამართლოს მიერ იმ პირის სარჩელით,რომლისთვისაც მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა უღირსი მემკვიდრისათვის განსაზღვრულ ქონებრივ შედეგს იწვევს (სკ-ს 1312-ე მუხლი).

    სხვა შემთხვევაში კანონისმიერი მემკვიდრე ყოველთვის მიიღებს სამკვიდროს, თუნდაც მამკვიდრებელმა სამკვიდრო ანდერძით სხვა პირს დაუტოვოს. სკ-ს 1371-ე მუხლის შესაბამისად მამკვიდრებლის შვილებს, მშობლებს და მეუღლეს, ანდერძის შინაარსის მიუხედავად, ეკუთვნით სავალდებულო წილი, რომელიც უნდა იყოს იმ წილის ნახევარი, რაც თითოეულ მათგანს კანონით მემკვიდრეობის დროს ერგებოდა (სავალდებულო წილი).

    აქედან გამომდინარე შპს „ც-ას“ პარტნიორ ჯ. ბ-ს თავისი წილი ანდერძით სხვა პირისათვისაც რომ გადაეცა, მისი მეუღლე — მოსარჩელე, სავალდებულო წილს მაინც მიიღებდა სამკვიდროდან.

    პარტნიორის გარდაცვალებისას მისი წილი საზოგადოებაში ყოველგვარი წინაპირობის გარეშე და მისი სრული უფლებებითა და მოვალეობებით, მათ შორის გაჭიანურებული შესატანის შეტანის ვალდებულება, გადადის მემკვიდრეზე ან მათი სიმრავლისას — მემკვიდრეებზე, იქნებიან ისინი კანონისმიერი თუ ანდერძისმიერი მემკვიდრეები.

    წილის მემკვიდრეობა არ შეიძლება გამოირიცხოს საზოგადოების წესდებით და არც შეიცვალოს, როგორც ე.წ. „მემკვიდრეობის განსაკუთრებული რიგითობით“ სამკვიდროს გვერდის ავლის, ისე პარტნიორის გარდაცვალების შემთხვევაში საზოგადოების მიერ მისი წილის ავტომატური ამოღების გზით.

    მემკვიდრე ან მემკვიდრეთა ჯგუფი მამკვიდრებლის გარდაცვალებისას უშუალოდ ხდება პარტნიორი. მემკვიდრეთა სიმრავლისას მოქმედებს უფლებათა ერთობლივი განხორციელების პრინციპი, თუ საზოგადოების წესდებაში ამის თაობაზე არაფერია მითითებული.

    მემკვიდრეთა სიმრავლისას გახდება თუ არა ყველა მემკვიდრე საზოგადოების პარტნიორი, შეიძლება განისაზღვროს წესდებით. წესდებაში ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული გარდაცვლილი პარტნიორის მემკვიდრეების პარტნიორად მიღების პირობები. წინასწარვე ნათლად და ცალსახად უნდა იყოს ჩამოყალიბებული გარდაცვლილი პარტნიორის ნება მისი მემკვიდრეების პარტნიორად მიღების თაობაზე.წესდება მკაფიოდ უნდა გამოხატავდეს სამკვიდროს გახსნის შემდეგ მამკვიდრებლის ნებას მემკვიდრეების პარტნიორობის თაობაზე.

    წესდებაში შეიძლება იყოს ისეთი განსაზღვრებები, რომ მხოლოდ გარკვეული მემკვიდრეები (განსაკუთრებული კვალიფიკაციის), ან მხოლოდ ერთი მემკვიდრე შეიძლება გახდეს პარტნიორი. მემკვიდრეთა სიმრავლის შემთხვევაში შესაძლებელია წესდებამ დააწესოს ისიც, რომ მემკვიდრეებმა ერთ-ერთ მემკვიდრეს გადასცენ მინდობილობა, რათა მან აღასრულოს პარტნიორის უფლებები (ასეთ შემთხვევაში ზოგიერთი მემკვიდრე წილზე შეიძენს ვალდებულებით სამართლებრივ უფლებას, ანუ წილისაგან მიიღებს მხოლოდ სარგებელს, ზოგი კი — სანივთო სამართლებრივს, გახდება მისი მესაკუთრე, ექნება მისი მართვის და განკარგვის უფლება).

    დაუშვებელია წესდებაში წილის და პარტნიორობის საკითხთან დაკავშირებით ისეთი განსაზღვრებების არსებობა, რომელიც არ გამომდინარეობს მამკვიდრებლის ნებიდან ან ეწინააღმდეგება კანონს.

    მაგალითად, დაუშვებელია, წესდებაში მიეთითოს, რომ პარტნიორის გარდაცვალების შემდეგ საზოგადოებაში მისი დანაშთი წილის და მემკვიდრეების პარტნიორად მიღების საკითხი გადაწყდეს დანარჩენი პარტნიორების შეხედულებისამებრ, საზოგადოებაში წილის და პარტნიორობის მემკვიდრეობით გადაცემის საკითხი პარტნიორს თავის სიცოცხლეშივე უნდა ჰქონდეს ჩამოყალიბებული და ეს საკითხი არ უნდა იყოს სხვა პირთა, თუნდაც დანარჩენ პარტნიორთა გადასაწყვეტი, მხედველობაშია ის გარემოება, როცა საზოგადოების წესდება პარტნიორის გარდაცვალებისას მისი წილის და საზოგადოების წევრობის თაობაზე დათქმას შეიცავს).

    საზოგადოების წესდება პარტნიორის გარდაცვალების შემთხვევაში წილის და პარტნიორად მიღების საკითხთან დაკავშირებით შეიძლება განსაზღვრულ პირობებს აყალიბებდეს ერთი მემკვიდრის არსებობის შემთხვევაშიც. შეიძლება ზღუდავდეს მისთვის წილის, თუ საზოგადოებაში პარტნიორად მიღების საკითხს, მაგრამ ეს შეზღუდვა როგორც ზემოთ აღინიშნა უნდა გამომდინარეობდეს მამკვიდრებლის ნებიდან. არ უნდა წყდებოდეს მისი ნების გარეშე და უნდა შეესაბამებოდეს კანონს. მაგალითად წესდებაში დაუშვებელია მითითება, რომ გარდაცვლილი პარტნიორის წილი მიიღოს მხოლოდ ანდერძისმიერმა მემკვიდრემ და მხოლოდ იგი გახდეს საზოგადოების წევრი, ვინაიდან კანონის შესაბამისად ანდერძისმიერი მემკვიდრეობის არსებობის შემთხვევაში სამკვიდროდან სავალდებულო წილის მიღების უფლება გააჩნიათ კანონისმიერ მემკვიდრეებსაც (თუ იგი სათანადოდ დადგენილი წესით უღირს მემკვიდრედ არ არის ცნობილი) და მათაც გააჩნიათ პრეტენზია საზოგადოებაში პარტნიორობის თაობაზე.

    ასევე დაუშვებელია იმის მითითებაც, რომ ერთი მემკვიდრის არსებობის შემთხვევაშიც კი მამკვიდრებლის გარდაცვალებისას მასზე წილის მემკვიდრეობით გადაცემის და საზოგადოებაში პარტნიორად მიღების საკითხი გადაწყვიტოს საამისოდ არაუფლებამოსილმა პირებმა, სხვა მესამე პირებმა ან საზოგადოების დანარჩენმა პარტნიორებმა.

    ერთი მემკვიდრის არსებობის შემთხვევაში, მაგალითად თუ ეს მემკვიდრე მცირეწლოვანი ან არასრულწლოვანია, ანდა ალკოჰოლიკი ან არ არის ჯანმრთელი (ქმედუუნარობა და შეზღუდული ქმედუნარიანობა) საზოგადოების წესდება ასეთი მემკვიდრის მიმართ შეიძლება ითვალისწინებდეს წილთან დაკავშირებით ვალდებულებით სამართლებრივი უფლების და არა სანივთო სამართლებრივი უფლების გადაცემას. ასეთ შემთხვევაში წესდებამ შეიძლება პირდაპირ განსაზღვროს, თუ ვინ შეიძლება და რა დრომდე გახდეს წილის მესაკუთრე, ვინ უნდა მართოს და რა დრომდე წილი (წარმომადგენლობა,მეურვეობა).

    როგორც ზემოთ აღინიშნა პარტნიორის გარდაცვალებისას მისი წილი შედის სამკვიდრო მასაში და გადადის მემკვიდრეზე, თუ წესდება კანონით გათვალისწინებულ რაიმე შეზღუდვას არ ითვალისწინებს.

    მოცემულ შემთხვევაში მამკვიდრებლის წილი კანონით დადგენილი წესის შესაბამისად მიიღო რა მხოლოდ მოსარჩელემ იმავდროულად იგი გახდა საზოგადოების პარტნიორი, ვინაიდან საზოგადოებაში წილის შეძენა იმავდროულად ნიშნავს საზოგადოების პარტნიორად გახდომას.

    ყოველი ახალი პარტნიორის რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში აუცილებელია. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე გახდა რა საზოგადოებაში გარდაცვლილი მეუღლის წილის კანონისმიერი მესაკუთრე, სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელეზე იგივე მოცულობით სწორად ჩათვალა გადასულად შპს-ში პარტნიორობა.

    არასწორია კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ სასამართლომ თითქოს არ გამოიკვლია შპს-ს წესდების 9.2 მუხლი. მართალია, წესდების მითითებული მუხლის შესაბამისად ქონებრივი და სამართლებრივი მემკვიდრეობა სხვა პარტნიორების თანხმობის შემდეგ გადადის მის სამართლებრივ მემკვიდრეზე, მაგრამ კანონის შესაბამისად წესდებას არ შეუძლია აკრძალოს წილის მემკვიდრეობითობა.

    როგორც ზემოთ აღინიშნა მას შეუძლია მხოლოდ მოაწესრიგოს მემკვიდრეების პარტნიორად მიღების საკითხი. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ მემკვიდრეების პარტნიორად მიღების საკითხის მოწესრიგება ფართო ცნებაა. მასში შეიძლება მოიაზრებოდეს შპს-ში მამკვიდრებლის ფუნქციის შესრულების უფლება მანამ, სანამ მემკვიდრეობა მასზე ოფიციალურად გაფორმდება და ა.შ. მაგრამ არა ის, რომ წილის მესაკუთრე არ იქნეს პარტნიორად მიღებული პარტნიორთა თანხმობის გარეშე. შპს „ც-ას“ წესდების 9.2 მუხლის მოთხოვნები (თუ ქონებრივ მემკვიდრეობაში წილი იგულისხმება, ხოლო სამართლებრივ მემკვიდრეობაში — პარტნიორობა) ეწინააღმდეგება, როგორც სამოქალაქო კოდექსის, ისე „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მოთხოვნებს, ვინაიდან წესდებას არ შეუძლია აკრძალოს წილის, შპს-ში წევრობის მემკვიდრეობითობა, ვინაიდან პარტნიორის გარდაცვალებისას მის მემკვიდრეზე გადადის შპს-ში წევრობა ისეთივე მოცულობით და ოდენობით, როგორიც სამკვიდროს დამტოვებელს ჰქონდა სამკვიდროს გახსნისას.

    #34554
    BLH
    Keymaster

    იურიდიული პირის მისამართი

    სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმე №2ბ/6068-15

    “კანონი იურიდიულ პირს რეგისტრაციის დროს ავალდებულებს მიუთითოს სწორი იურიდიული მისამართი, რომელზედაც შესაძლებელი იქნება წერილობითი შეტყობინების (კორესპონდენციის) გაგზავნა და ამ მისამართზე გაგზავნილი კორესპონრესპონდეცია ოფიცილაურად მისთვის ჩაბარებულად ითველება. ხოლო ის გარემოება – ამ მისამართზე ფუნქციონირებს, თუ არა იურიდიული პირი წარმოადგენს ამ უკანასკნელის რისკს და შესაბამისი პასუხისმგებლობის მატარებელიც ეს კონკერტული იურიდიული პირია.”

    #34555
    BLH
    Keymaster

    სასამართლო შეტყობინების ჩაბარება, როდესაც მოსარჩელე და დირექტორი ერთიდაიგივე პირია

    სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმე №2ბ/6136-15

    პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმის შემდეგ გარემოებებს: განსახილველ საქმეში,
    მოსარჩელეა დ. ხ., ხოლო მოპასუხე შპს „ფ.“ (ს.ფ. 1-14).

    ამასთან, დ. ხ. შპს „ფ.-ს“ დირექტორია
    (ს.ფ. 17), შესაბამისად, წინამდებარე საქმეში მოპასუხისათვის გზავნილის (2015 წლის 14
    სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების) ჯეროვანი ჩაბარებისათვის იგი შპს „ფ.-ს“ 50 %
    წილის მესაკუთრეს, გ. ბ.-ს უნდა ჩაბარდეს.

    ამგვარი დასკვნის ფაქტობრივი და
    სამართლებრივი საფუძველია გარემოება მასზედ, რომ როდესაც საწარმოს დირექტორი და
    მოსარჩელე ერთიდაიგივე პირია, ამ საწარმოს წარმომადგენლობას პარტნიორთა კრება
    ახორციელებს, თუ რაღა თქმა უნდა, სახეზე არ არის სამეთვალყურეო საბჭო. ვინაიდან
    მოპასუხე საწარმოს 50%-ის მესაკუთრე მოსარჩელე დ. ხ., ამიტომ გზავნილი საწარმოს მეორე
    პარტნიორს უნდა ჩაბარებოდა. ნიშანდობლივია, რომ გზავნილის ჩაბარების ვალდებულება
    მოსარჩელე, დ. ხ.-მ იკისრა (ს.ფ. 133) და 2015 წლის 20 ოქტომბერს შპს „ფ.-ს“ ბუღალტერს
    ჩააბარა (ს.ფ. 135), რაც არ შეიძლება სათანადო ჩაბარებად ჩაითვალოს, რომ არაფერი ითქვას
    თვით საფოსტო უფლებამოსილების განხორციელების ნაკლიან ლეგიტიმაციაზე. საქმის
    მასალებით დგინდება, რომ გ. ბ.-მ აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება 2015 წლის 24
    ნოემბერს ჩაიბარა (ს.ფ. 137). მის მიერ საჩივარი კი 2015 წლის 30 ნოემბერს იქნა
    წარმოდგენილი (ს.ფ. 140). შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ მის მიერ დაცულია
    დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი 10 დღიანი ვადა.

    #38050
    BLH
    Keymaster

    კეთილსინდისიერი ხელმძღვანელობა

    №: ას-522-496-2013

    კეთისინდისიერი ხელმძღვანელობა გულისხმობს პროცესს, როდესაც ხელმძღვანელი აცნობიერებს, თუ რა ხდება მის გარშემო,  შესაბამისად, მოქმედებს ეფექტურად  და იღებს სწორ გადაწყვეტილებებს.

    ხელმძღვანელის კეთილსინდისიერება ვლინდება მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა და შესაბამისად განხორციელებული მოქმედებების ურიერთდამოკიდებულებიდან, ასევე სხვადასხვა პრობლემების დასაძლევად განხორციელებული ღონისძიებებიდან.

    ხელმძღვანელი უნდა აცნობიერებდეს მის როლს საწარმოში, იმავდროულად, საწარმოს როლს ბიზნესში და მოქმედებდეს იმ ცნობიერებით, რომ აუცილებელია საწარმოს განვითარება.

    აღნიშნულის მისაღწევად საჭიროა არა მხოლოდ მაღალი პროფესიონალიზმი, არამედ საზოგადოების წინაშე მდგარი გამოწვევების გაცნობიერება, მისი დაძლევის გზების მოძიება, ასევე  საწარმოს პარტნიორებთან და საზოგადოების საქმიანობასთან დაკავშირებულ პირებთან წარმატებული კომუნიკაცია.

    ეს არის საწარმოს გონივრული მართვის ძლიერი იარაღი, განხორციელებული საქმიანობის სიცხადისა და წარმატებული მართვის  საწინდარი.

    #38052
    BLH
    Keymaster

    პარტნიორთა კრებისა და დირექტორს შორის ურთიერთობა

    (სუსგ.№ას-240-228-2016 )

    განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის იურიდიულ კვალიფიკაციაზე და უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელშიც სასამართლომ განმარტა, რომ „საწარმოს დირექტორთან იდება სასამსახურო ხელშეკრულება, შესაბამისად, განსახილველ დავაზე მსჯელობისას, მეწარმეთა კანონის ნორმებითან ერთად გამოყენებული უნდა იქნეს არა შრომითი ურთიერთობების, არამედ დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმები (სსკ-ის 709 და 710-ე მუხლები)“ -იხ. სუსგ # ას-895-845-2015წ., 29.01.2016წ.;

    career-public-service-lawმეწარმეთა კანონის 47- მუხლის შესაბამისად, საწარმოს პარტნიორები მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელებენ პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით, რომელიც განსაზღვრავს კაპიტალური საზოგადოების საქმიანობის ძირითადად მიმართულებებსა და მიზნებს, ხოლო დირექტორი კი ახორციელებს მათ, კანონისა და საერთო კრების მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

    თავის მხრივ, დირექტორის კომპეტენციის ფარგლებს განსაზღვრავს მეწარმეთა კანონის მე-9 მუხლი. ერთ ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა:

    „დირექტორის მიერ საწარმოს პარტნიორებთან შეუსაბამობასა და დაპირისპირებაში ყოფნა კანონთან და,  ბუნებრივია,  პარტნიორებთან  შეუსაბამოდ მიიჩნევა.

    სწორედ დირექტორის   უნარ-ჩვევებსა  და კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული საწარმოს განვითარება. ამ რისკის საკომპენსაციოდ კი, პარტნიორებს უფლება აქვთ გაათავისუფლონ დირექტორი დაკავებული თანამდებობიდან და ამ შემთხვევაზე, შრომის კოდექსის მოქმედება არ შეიძლება გავრცელდეს.

    შრომის კოდექსით მოწესრიგებულია ურთიერთობა საწარმოს დირექტორსა და მის დაქირავებულ მუშაკს შორის, რომელიც ჩვეულებრივი შრომით-სამართლებრივი ურთიერთობაა, ხოლო დირექტორის საქმიანობა არის სამეწარმეო, მისი ურთიერთობა საზოგადოების პარტნიორებთან უნდა რეგულირდებოდეს მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონით.

    შესაბამისად, საზოგადოების დირექტორის ფუნქციათა თავისებურებებიდან გამომდინარე, დავის გადასაწყვეტად საქართელოს შრომის კოდექსით ხელმძღვანელობა კანონმდებლობით ნაკარნახევი არ არის.

    საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დირექტორსა და საზოგადოებას შორის დირექტორის თანამდებობის დაკავებასთან და ამ თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული ურთიერთობა არ არის ტიპიური შრომითსამართლებრივი ურთიერთობა დამქირავებელსა და დაქირავებულ მუშაკს შორის, ეს არის სპეციფიკური კორპორაციული ურთიერთობა, რომლის მიმართაც შრომის კოდექსის გავრცელება არ შეესაბამება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.

    შრომის კოდექსით მოწესრიგებულია საწარმოს დირექტორსა და მის მიერ დაქირავებულ მუშაკს შორის შრომითი ურთიერთობა, რომელიც, ჩვეულებრივ, შრომითსამართლებრივი ხასიათის ურთიერთობაა,ხოლო დირექტორის თანამდებობის დაკავებასთან და ამ თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული ურთიერთობა უნდა მოწესრიგდესმეწარმეთა შესახებსაქართველოს კანონით (სუსგ 2001 წლის 30 მარტის განჩინება საქმეზე №3/259-01, სუსგ 2003 წლის 26 ივნისის განჩინება საქმეზეას-68-767-03;)“.

    როგორც ზემოთ აღინიშნა, საკასაციო სასამართლოს პრაქტიკით, საწარმოს დირექტორთან ფორმდება სასამსახურო ხელშეკრულება, სსკ-ის 709-ე და 710-ე მუხლების საფუძველზე- იხ. სუსგ # ას-23-23-2016, 09.03.2016წ.; ამავე განჩინებაში საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „საზოგადოების დირექტორის თანამდებობიდან  გათავისუფლების ბრძანება გამოიცემა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და მას შესაბამისი სახელმწიფო ორგანო გამოსცემს არა როგორც ადმინისტრაციული ორგანო მისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, არამედ, როგორც კერძო სამართლის სუბიექტი – სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორი.

    შესაბამისად, საწარმოს დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ აქტი (ბრძანება),  თავისი არსით, განეკუთვნება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად მიღებულ პარტნიორის გადაწყვეტილებას სასამსახურო ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, შესაბამისად, სახეზეა კერძოსამართლებრივი და არა საჯაროსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც ექვემდებარება განხილვას სამოქალაქო სამართალწარმოების წესით“ (სუსგ # ას-23-23-2016, 09.03.2016წ.).

     

Viewing 6 posts - 51 through 56 (of 56 total)
  • You must be logged in to reply to this topic.