მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › ნასყიდობა/ჩუქება/გაცვლა
Tagged: გაცვლა, მარჩენალი, ნასყიდობა, ნასყიდობის, რჩენა, სამისდღეშო რჩება, ჩუქება, ჩუქების
- This topic has 35 replies, 4 voices, and was last updated 6 years, 11 months ago by
BLH.
-
AuthorPosts
-
აგვისტო 5, 2015 at 11:32 #28923
BLH
Keymasterელექტროენერგიის ნასყიდობასა და მოხმარებასთან დაკავშირებული დავები
მოცემულ საქმეები ეხებოდა ელექტროენერგიის ნასყიდობიდან გამომდინარე დავებს.
სუსგ. ას-156-484-09
სუსგ. ას-762-978-08
სექტემბერი 11, 2015 at 17:11 #29810BLH
Keymasterჩუქების გაუქმება უმადურობის საფუძვლით
(სუსგ. N-ას-62-59-2012)
თბილისის სააპელაციო სასამართლომ შემოსული საჩივრის განხილვისას არასწორად განმარტა სკ-ის 529-ე მუხლი.
საკასაციო სასამართლოს განმარტება: კონკრეტული ფაქტი წარმოადგენს თუ არა ისეთი სახის შეურაცხყოფას ან უმადურობას, რაც ჩუქების გაუქმებას შეიძლება, დაედოს საფუძვლად, მხარეთა ურთიერთდამოკიდებულების, მათი შეხედულებების, თავად ქმედების შეფასების, ასევე კონკრეტულ საზოგადოებაში არსებული წეს-ჩვეულებებისა და დამკვიდრებული მოსაზრებების გათვალისწინებით სასამართლოს შეფასების საგანია და არა თავად მოსარჩელის. მით უფრო, რომ, სკ-ის 529-ე მუხლიდან გამომდინარე, დასაჩუქრებულის არა ყოველგვარი გასაკიცხი ქმედება იძლევა ჩუქების გაუქმების საფუძველს, არამედ მხოლოდ მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა.
ხსენებული მუხლი ხანდაზმულობის სპეციალურ ვადას ითვალისწინებს. დადგენილი გარემოებების ნაწილი, რომლებიც სააპელაციო სასამართლომ უმადურობის ფაქტის დამადასტურებლად მიიჩნია, 2002 და 2006 წელს განხორციელდა, კერძოდ, თავად მოსარჩელე უთითებს, რომ დასაჩუქრებული გამჩუქებელს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა 2002 წელს, ხოლო ისრაელში დააკავეს და დეპორტაცია შეეხო 2006 წელს. თავად ქმედებების ხასიათიდან გამომდინარე, გამჩუქებლისთვის იმთავითვე იყო ცნობილი დასაჩუქრებული ქმედების თაობაზე, შესაბამისად, სკ-ის 529-ე მუხლის თანახმად, ამ ნაწილში სარჩელი ხანდაზმულია. რაც შეეხება ბინიდან გამოსახლების მოთხოვნას, როგორც ზემოთ აღინიშნა, ჩუქების გაუქმების საფუძველი მხოლოდ დასაჩუქრებულის მხრიდან დიდი უმადურობა ან გამჩუქებლის მძიმე შეურაცხყოფა შეიძლება გახდეს, შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლოს უნდა დაესაბუთებინა, რატომ შეიძლება ჩაითვალოს უმადურობად ან შეურაცხყოფად, მოპასუხის მიერ მისი კუთვნილი ბინის განკარგვის სურვილი და, ამ მიზნით, ნივთის მფლობელობის შეწყვეტის მოთხოვნა. საკასაციო სასამართლომ სსკ-ის 411-ე მუხლის მიხედვით მიიღო ახალი გადაწყვეტილება და სასარჩელო მოთხოვნა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე არ დააკმაყოფილა.
ოქტომბერი 5, 2015 at 16:18 #30270Edika
Participantას-728-696-2014
მხარეები დაობდნენ სასამართლოში ძაღლის ლეკვების ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებაზე უმადურობის მოტივით. მოსარჩელის განმარტებით უმადურობა მდგომარეობდა იმაში რომ ლეკვებს არ ანახებდა მოსარჩელეს მოპასუხე.
აპელაცია:რაც შეეხება მოსარჩელის პრეტენზიას, ძაღლის ნახვასთან ან ინფორმაციის მიუწოდებლობასთან მიმართებაში, სასამართლომ აღნიშნა, რომ არც აღნიშნული გარემოებები იქნა დადასტურებული, თუმცა მათი დადასტურების შემთხვევაშიც, ისინი ვერ იქნებოდა უმადურობის იმ ხარისხის გამოვლენა, რაც ხელშეკრულების გაუქმებას გამოიწვევდა.
აპრილი 13, 2016 at 20:31 #34476Edika
Participant1)გამჩუქებელი და დასაჩუქრებული იყვნენ ახლო ნათესავები. 2) ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გამჩუქებელი მაინც აგრძელებდა უძრავი ნივთის ფლობას. 3) ჩუქება გაფორმდა ვალის აღებიდან მესამე დღეს.
ას-833-791-2013 ამ მოცემულობით სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის საფუძველზე სასამართლომ ბათილად ცნო ჩუქების ხელშეკრულება.
აპრილი 13, 2016 at 21:04 #34478Edika
Participantზუსტად იგივე მოცემულობის შემთხვევაში ას-550-518-2012 საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ.
აპრილი 13, 2018 at 18:05 #38763BLH
Keymasterნასყიდობის საგნის ნაკლი, როდესაც მყიდველი მეწარმეა
უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სსკ-ის 495-ე მუხლი „შემძენ მეწარმეს კანონის ძალით წარმოუშობდა ჩვეულებრივ მყიდველთან შედარებით მეტ წინდახედულებას და ნასყიდობის საგნის მახასიათებლების შემოწმებას.
ამ ვალდებულებისაგან არ ათავისუფლებს მეწარმეს სახელშეკრულებო შეთანხმება იმის თაობაზე, რომ გამყიდველს ეკისრებოდა უნაკლო ნივთის მიწოდების ვალდებულება“ (იხ. სუსგ # ას-560-519-2017, 16.06.2017წ.).
-
AuthorPosts
- You must be logged in to reply to this topic.