მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › ნასყიდობა/ჩუქება/გაცვლა
Tagged: გაცვლა, მარჩენალი, ნასყიდობა, ნასყიდობის, რჩენა, სამისდღეშო რჩება, ჩუქება, ჩუქების
- This topic has 35 replies, 4 voices, and was last updated 6 years, 11 months ago by
BLH.
-
AuthorPosts
-
ივნისი 13, 2015 at 22:37 #28379
Crassus
Participantნასყიდობის ფასის შეუსაბამობა საბაზრო ღირებულებასთან
(იხ. სუსგ. №ას-764-718-2012)
“სააპელაციო პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებას იმასთან დაკავშირებით, რომ ნასყიდობის ფასის შეუსაბამობა საბაზრო ღირებულებასთან, ვერ გახდება ხელშეკრულების ბათილობის კანონიერი საფუძველი. “
ივნისი 14, 2015 at 13:30 #28863Crassus
Participantნასყიდობის ფასის შემცირება ¹ას-584-891-09
მოცემული საქმე ეხება ნასყიდობის საგნის ნაკლის გამო, კრედიტორის უფლებას ნასყიდობის საფასურის შემცირების თაობაზე.
გამყიდველს უნდა მიეწოდებინა მყიდველისათვის ტრაქტორები, რომლებიც აღჭურვილი იქნებოდა სვლის შემანელებლებით. გამყიდველის მიერ მიწოდებული ტრაქტორები ამ დეტალით არ იყვნენ აღჭურვილები, რის გამოც მყიდველმა მოითხოვა ფასის შემცირება, აღნიშნული დეტალის ფასის პროპორციულად.
ივნისი 15, 2015 at 14:23 #28420Crassus
Participantნასყიდობის ხელშეკრულება და მტკიცების ტვირთი
ზოგადი წესის მიხედვით, ნასყიდობიდან გამომდინარე დავისას, გამყიდველი ვალდებულია დაამტკიცოს, რომ მან შეასრულა თავისი ვალდებულება ჯეროვნად- გადასცა მყიდველს ნასყიდობის საგანი, ხოლო მყიდველი ვალდებულია დაამტკიცოს, რომ მან გადაიხადა ნასყიდობის საგნის საფასური.
საინტერესო განმარტება გააკეთა უზენაესმა სასამართლომ საქმეზე #ას-866-1102-04, მტკიცების ტვირთის ცვლილების შესახებ.
„კასატორი მიუთითებს, რომ მოწინააღმდეგე მხარემ მას არ გადაუხადა ბინის საფასური, თუმცა, სანამ მოსარჩელემ არ დააყენა მისი ბინიდან გამოსახლების საკითხი, მას სადავოდ არ გაუხდია ეს გარემოება, არ მოუთხოვია ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლა მყიდველის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, აღნიშნულის გამო მტკიცების ტვირთი გადადის გამყიდველზე და სწორედ მან უნდა დაამტკიცოს, რომ მყიდველმა მას არ გადაუხადა ნასყიდობის საფასური.“
ივნისი 15, 2015 at 15:06 #28874Crassus
Participantმტკიცების ტვირთის განაწილება ნასყიდობიდან გამომდინარე დავებზე
(№ას-283-267-2011)
“ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობისას, სადავოობის შემთხვევაში, გამყიდველმა უნდა ამტკიცოს მყიდველისათვის ქონების გადაცემა, ხოლო მყიდველმა _ გამყიდველისთვის შეთანხმებული ფასის ანაზღაურება.”
ივნისი 15, 2015 at 16:01 #28422BLH
Keymasterსამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების ცნება და ბათილობის მტკიცების ტვირთი (ას-1009-1268-04)
სკ-ის 941-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც კისრულობს სამისდღეშიო სარჩოს გადახდას (მარჩენალი), მოვალეა, გადაუხადოს იგი სარჩოს მიმღებს (სარჩენს) მთელი სიცოცხლის მანძილზე, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს.
სამისდღეშიო სარჩო შეიძლება დადგინდეს ფულადი ან ნატურალური სახით (ბინით, კვებით, მოვლით და სხვა აუცილებელი დახმარებით). სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ იგი არის სასყიდლიანი და მიზნად ისახავს მომავალში სარჩენის ქონების გადასვლას მარჩენალის საკუთრებაში განსაზღვრული შემხვედრი ანაზღაურების გადახდის გზით, რაც არ ხასიათდება გადასაცემი ქონების ეკვივალენტურობით. სარჩოს ოდენობა, რომელსაც სარჩენი ღებულობს მარჩენალისაგან სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით, შეიძლება შეადგენდეს მარჩენალისათვის გადასაცემი ქონების ღირებულების უმნიშვნელო ნაწილს, ხოლო ზოგ შემთხვევაში კი შეიძლება მნიშვნელოვანად გადააჭარბოს კიდევაც ქონების ღირებულებას (რაც აიხსნება იმით, რომ რჩენა განსაზღვრულია სარჩენის სიცოცხლის ვადით, თუმცა მხარეები შეიძლება განსაზღვრულ დროზე შეთანხმდნენ).
სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაადმტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში, სამისდღეშიო ხელშეკრულების ბათილობის მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოსარჩელეს, რომელმაც ვერ დაამტკიცა ის გარემოებები, რაც გახდებოდა სადავო ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი, შესაბამისად, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
ივნისი 15, 2015 at 16:20 #28423BLH
Keymasterსამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების შეწყვეტა (ას-1246-1373-04)
ფაქტობრივი გარემოებები: სარჩენმა იმ მოტივით, რომ მარჩენალმა დაარღვია სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების პირობები, არ აკითხავდა მას ყოველდღიურად, თვეში რამოდენიმეჯერ აწვდიდა საკვებს მცირე ოდენობით ან გადასცემდა 4-5 ლარს, არ ზრუნავდა მასზე ავადმყოფობის დროს, არ ყიდულობდა წამლებს, არ იღებდა ზომებს მისი მკურნალობისათვის და მათ შორის ურთიერთობა აუტანელი გახდა, სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მხარეთა შორის დადებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების შეწყვეტა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება: სააპელაციო გაიზიარა მარჩენალის პოზიცია, რასაც დაეთანხმა უზენაესი სასამართლოც, შემდეგი საფუძვლებიდან გამომდინარე:
“სკ-ის 949-ე მუხლის თანახმად როგორც მარჩენალს, ისე სარჩენს შეუძლიათ უარი თქვან სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებაზე, თუკი სახელშეკრულებო მოვალეობათა დარღვევის შედეგად მხარეთა შორის ურთიერთობა აუტანელი გახდა, ანდა სხვა არსებითი მიზეზები უკიდურესად აძნელებს ან შეუძლებელს ხდის მის გაგრძელებას.
გადაცემული უძრავი ქონება ხელშეკრულების შეწყვეტისას უბრუნდება სარჩენს, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტამდე გაწეული ხარჯები მარჩენალს არ აუნაზღაურდება თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.:
ივნისი 15, 2015 at 16:25 #28424Crassus
Participantსამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების შეწყვეტა (N ას-486-812-05)
აღნიშნული გადაწყვეტილება ეხება ნასყიდობის ხელშეკრულების მოჩვენებით ხელშეკრულებად ცნობას და სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების შეწყვეტას 949-ე მუხლის საფუძველზე.
როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან მხარეთა შორის დაძაბული ურთიერთობა იყო, სამისდღეშიო ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი არსებობდა. როგორც წესი, ასეთ საქმეებზე ძალიან ძნელია იმის დამტკიცება მარჩენალის მხრიდან, რომ სარჩენთან ურთიერთობა არ არის დაძაბული და მასთან სამისდღეშიო ურთიერთობის გაგრძელება არის შესაძლებელი.
ივნისი 15, 2015 at 18:46 #28435ივერიელი
Participantჩუქების გაუქმება (ას-73-419-07)
სკ-ის 530-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს. დასაჩუქებულს მოსთხოვოს გაჩუქებული, თუ ეს უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში. მითითებული ნორმა დასაშვებად თვლის ჩუქების გაუქმებას, შემდეგი ფაქტობრივი წანამძღვრების არსებობისას:
ა) თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი აღმოჩნდა მძიმე მდგომარეობაში, მისი განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის გარეშე;
ბ) თუ რეალურად არსებობს გაჩუქებული ნივთი;
გ) თუ გაჩუქებულის დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში;
მოცემულ შემთხვევაში არსებობს გაჩუქებული ნივთი; დასაჩუქრებული მძიმე მდგომარეობაში არ აღმოჩნდება, ვინაიდან ის არის არასრულწლოვანი და ცხოვრობს თავის მშობლებთან ერთად, რომელთაც პირად საკუთრებაში აქვთ საცხოვრებელი ბინები და რომლებიც ვალდებული არიან, შეუქმნან შვილს საცხოვრებელი პირობები; ჩუქების შემდეგ მჩუქებელი აღმოჩნდა მძიმე მდგომარეობაში, ვინაიდან მას არ გააჩნია საცხოვრებელი ბინა და ასევე, შრომის უნარის დაქვეითების გამო საყოფაცხოვრებო პირობებს ვერ შეიქმნის.
კასატორის მტკიცება იმის თაობაზე, რომ მჩუქებლის მდგომარეობა ბინის გაჩუქების შემდეგ არ გაუარესებულა, იგი ომის მონაწილე და ინვალიდი მანამდე იყო, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს. დადგენილია, რომ კ. ს-ავა ცხოვრობდა სადავო ბინაში. ჩუქების ხელშეკრულების დადების შემდეგ აღმოჩნდა მძიმე მდგომარეობაში, რადგან მისთვის შეუძლებელი გახდა გაჩუქებულ ბინაში ცხოვრება, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ბინაში ცხოვრობს დასაჩუქრებულის დედა, მოსარჩელის განქორწინებული მეუღლე ლ. ც-ძე, რომელთანაც მოსარჩელეს აქვს დაძაბული ურთიერთობა; ამ გარემოებამ აიძულა უარი ეთქვა გაჩუქებულ ბინაში ცხოვრებაზე.
დასაჩუქრებულმა ჩუქების ხელშეკრულებით იკისრა ვალდებულება, მუდმივი საცხოვრებელი მიეცა მჩუქებლისათვის, ის ვალდებული იყო, მისთვის შეექმნა ისეთი პირობები, რომლებიც მჩუქებელს ჩვეულებრივი, ნორმალური ცხოვრების საშუალებას მისცემდა. მართალია, აღნიშნული არ არის გამოწვეული დასაჩუქრებულის ბრალეული ქმედებით, მაგრამ სკ-ის 530-ე მუხლი მჩუქებლის მძიმე მატერიალური მდგომარეობის შექმნაში არ მოითხოვს დასაჩუქრებულის ბრალის არსებობას.
ივლისი 1, 2015 at 15:24 #28910BLH
Keymasterმარჩენალისთვის გადაცემული ქონების გასხვისების დაუშვებლობა
მარჩენლი მართალია საკუთრების უფლებას იძენს მისთვის გადაცემულ ქონებაზე, თუმცა სარჩენის გარდაცვალებამდე, მისი საკუთრების უფლება სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების საგანზე არის შეზღუდული ფორმით, კერძოდ:
„სარჩენის სიცოცხლეში მარჩენალს უფლება არა აქვს გაასხვისოს, დააგირაოს ან სხვაგვარად დატვირთოს გადაცემული ქონება სარჩენის წერილობითი თანხმობის გარეშე. მარჩენალის ვალების გამო გადახდევინების მიქცევა ამ ქონებაზე დაუშვებელია.“
ამავდროულად კანონმდებელი ანიჭებს სარჩენს უფლებას დატვირთოს მარჩენალისთვის გადაცემული უძრავი ქონება იპოთეკით, მოთხოვნების უზრუნველსაყოფად.
აგვისტო 3, 2015 at 23:29 #28873BLH
Keymasterჩუქების საგნიდან გამომდინარე ვალდებულებების გადასვლა დასაჩუქრებულზე
(N- ას-817-1094-05)
„ჩუქებით წარმოშობილი მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის ძირითადი თავისებურება მისი უსასყიდლო ხასიათია, რაც ნიშნავს იმას, რომ მჩუქებელს არა აქვს უფლება, მოითხოვოს სამაგიერო დაკმაყოფილება მის მიერ გაცემული საჩუქრის გამო. ამასთან, ჩუქების უსასყიდლო ხასიათი არ გამორიცხავს მჩუქებლის ვალდებულებას ნივთის ნაკლთან მიმართებაში. ამ ურთიერთობის ბუნებიდან გამომდინარე, საჩუქარი უნდა აუმჯობესებდეს რა დასაჩუქრებულის ქონებრივ მდგომარეობას, იგი უნდა იყოს ხარისხიანი.
ამის საწინააღმდეგო გარიგებამ შესაძლებელია, გამჩუქებლის პასუხისმგებლობაც გამოიწვიოს, რაც ასახულია სკ-ის 527-ე მუხლში, რომლითაც თუ მჩუქებელი ბოროტი განზრახვით დამალავს გაჩუქებული ქონების ნაკლს, იგი ვალდებულია, დასაჩუქრებულს აუნაზღაუროს ამით მიყენებული ზიანი.
ჩუქების შესახებ ნორმებით დადგენილი დანაწესების ერთობლიობაში განხილვითა და შეფასებით საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ პასუხისმგებლობა ჩუქების საგნის ნაკლზე და, შესაბამისად, ნივთიდან გამომდინარე მჩუქებლის ვალდებულებები დასაჩუქრებულზე ვერ გადავა. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა გამჩუქებლის სიცოცხლეში ჩუქების საგანზე გაწეულ ხარჯების დასაჩუქრებულისათვის დაკისრების თაობაზე დაუსაბუთებელია.“
-
AuthorPosts
- You must be logged in to reply to this topic.