Viewing 10 posts - 151 through 160 (of 163 total)
  • Author
    Posts
  • #3004

    1334-ე მუხლის შინაარსიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული ხარჯები სამკვიდრო ქონებიდან უნდა დაიფაროს (ასევე 1427-ე მუხლშიც შეიძლება ჩახედვა)..

    მაგ: ავიღოთ შემთხვევა, როცა სამკვიდროში შედის მხოლოდ 1000 კვ.მ მიწა და გასაწევია 1000 ლარი დასაფლავების გარჯები. ამ შემთხვევაში თუ ერთ-ერთი მემკვიდრე გაიღებს ამ ხარჯებს თავისი ფულით (ვინაიდან მიწა არ არის ლიკვიდური საგანი), მაშინ მას შეუძლია ეს ფული იანგარიშოს სამკვიდრო ქონების გაყოფის დროს, თუ მკაფიოდ არ ჩანს, რომ მემკვიდრე სხვა გრძნობებდან გამომდინარე იღებს ამ ხარჯებს, როგორც თავის ხარჯებს, მაშინ მას ექნება ფაქტობრივად წილის გათანაბრების უფლება. 🙂 (სკ-ის 991-ე მუხლის შესაბამისად)

    #3192
    BLH
    Keymaster

    ძალიან საინტერესო შემთხვევა სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით და მოდი განვიხილოთ:

    მამკვიდრებელმა ნათესავს გარდაცვალებამდე სამკაული გაატანა შვილთან. ეს ნივთი მის შვილს გადასცეს მისი გარდაცვალების შემდეგ, 6 თვის გასვლამდე. ამ შვილს სამკვიდრო უძრავი ქონება არ მიუღია მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 წლის განმავლობაში. სამკვიდრო ქონება მიიღო და დაირეგისტრირა სხვა მემკვიდრემ.

    ახლა ის ვინც სამკაული მიიღო, 1421-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებით დავობს თავის წილზე.

    #3196
    Edika
    Participant

    გაატანა რას ქვია, აჩუქა ეგ ნივთი?

    #3197

    ჩათვალე, რომ მეტი ფაქტობრივი გარემოება არ არსებობს.. ამ მონაცემების საფუძველზე რა ვარიანტები არსებობს ჩამოვაყალიბოთ?

    #3198
    Edika
    Participant

    თუ აჩუქა, მაშინ გარდაცვალება არ უშლის ხელს ჩუქებას და ნაჩუქარი ქონების ფაქტობრივად დაუფლება არ ნიშნავს სამკვიდროს მიღებას.

    ზუსტად არ მახსოვს მუხლი ნების გამოვლენაზე გავლენას არ ახდებს გარდაცვალება. შესაბამისად თუ გარდაცვალების შემდეგ გადაეცა დასაჩუქრებულს ეგ უკვე ჩუქებას ნიშნავს.

    #3200

    @Edika said:

    მოეშვი ამ ჩუქებას ერთი წუტი.. შეიძლება ათხოვა ან გამოუყო სამკვიდროდან, როგორც მემკვიდრეს.. და ა.შ.  ჩამოვწეროთ ყველაზე სავარაუდო შემთხვევები.

    #3202
    Edika
    Participant

    გამოყოფის სახით თუ გადასცა ეს მაინც არ ნიშნავს სამკვიდროს მიღებას. გამოყოფის სახით გადაცემული ქონება არ შედის სამკვიდრო მასაში, შესაბამისად ფაქტობრივად დაუფლება იმ ქონებისა რომელიც არ შედის სამკვიდრო მასაში არ წარმოადგენს სამკვიდროს მიღებას.

    თხოვების შემთხვევაში ჩამი აზრით არანაირი პრობლემა არ არის. ანუ შეიძლება სამკვიდრო მიღებულად ჩაითვალოს თუ არის შესაბამისი ნების გამოვლება მემკვიდრის მხრიდან.

    #3203

    გეთანხმები სამკვიდროდან გამოყოფაზე.. პრინციპში, ვერც დაამტკიცებს, რომ სამკვიდროდან გამოყოფაა, მაგრამ რომც დაამტკიცოს არაფერს ცვლის ეს გარემოება..

    რაც შეეხება თხოვებას.. ცოტა რთული საკითხია, ჯერ ის, რომ ძნელია დამტკიცდეს, რომ სახეზე იყო თხოვება და არა ჩუქება/ან სხვაგვარად ნივთის საკუთრებაში გადაცემა და მეორე მხრივ თხოვების ხელშეკრულებით ნივთის ფლობა არ ნიშNავს პირდაპირ, რომ სამკვიდროს მიღება მოხდა ფაქტობრივი ფლობა/მართვით.. თუმცა თუ დაამტკიცდა, რომ თხოვების ხელშეკრულებასთან გვქონდა საქმე, მაშინ ძალიან დიდი ნაბიჯი იქნება სამკვიდროს მიღების ფაქტის დასადგენად, რადგან პირის გარდაცვალების შემდეგ ხდება ნივთის ფლობის გაგრძელება და გარკვეული პრეზუმფცია იქმნება, რომ ფლობის გაგრძელება წარმოადგენს სამკივდროს მიღებას.

    #4245
    BLH
    Keymaster

    საინტერესო შემთხვევა პრაქტიკიდან…. გარდაიცვალა “ა”, მას არ დაუწერია ანდერძი და დარჩა ორი პირველი რიგის მემკვიდრე “ბ” და “გ”… ისე მოხდა, რომ “ბ”-მ მიიღო მთელი სამკვიდრო, ისე რომ დაუმალა სამკვიდროს გახსნის შესახებ “გ”-ს რომელიც იმყოფებოდა ამერიკაში. სამკვიდროს გახსნიდან 1 წლის შემდეგ “გ” გარდაიცვალა.

    “გ”-ს მემკვიდრეებს სურთ მოითხოვონ “ბ”-ს უღირს მემკვიდრედ ცნობა და “გ”-ს მემკვიდრეობის მიღება.. რა უნდა გააკეთონ მათ?

    #4258
    Edika
    Participant

    @BLH-hUB said:

    კი უნდა ცნოს უღირს მემკვიდრედ სასამართლომ “გ”.

Viewing 10 posts - 151 through 160 (of 163 total)
  • You must be logged in to reply to this topic.