Viewing 4 posts - 11 through 14 (of 14 total)
  • Author
    Posts
  • #29619
    BLH
    Keymaster

    მიწაზე განლაგებული ორი ან მეტი ნაგებობა

     

    (N- ას 722-1095-06)

     

    საზიარო უფლება არსებობს მიწაზე, რომელზეც განლაგებულია ორი ან მეტი ნაგებობა. სასამართლოს განმარტების თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა არსებობს მხოლოდ ერთი მრავალბინიანი სახლის ბინათმესაკუთრეთა შორის და არ ვრცელდება იმავე ნაკვეთზე მდებარე იზოლირებული ნაგებობის ბინათმესაკუთრეებზე.

     

    სასამართლომ საზიარო უფლების სუბიექტებად მიიჩნია მრავალბინიანი სახლის ამხანაგობა და იმავე ნაკვეთზე მდებარე კერძო სახლის მესაკუთრე. 

    #29720

    თანასაკუთრების ნატურით გაყოფა

     

    (განჩინება N-ას-1656-1553-2012)

     

    სააპელაციო სასამართლომ, შემოსული საჩივრის განხილვისას, უკრიტიკოდ გაიზიარა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა და უძრავი ქონების ნატურით დაყოფა, სკ-ის 963-ე მუხლის შესაბამისად, შესაძლებლად მიიჩნია. ექსპერტიზის დასკვნა, რომელსაც დაემყარა სასამართლო, არ შეიცავდა მითითებას ქონების გაყოფისას ნივთის ღირებულების შემცირების საკითხზე.

     

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულია რა გარკვეული საკითხების მიმართ მცოდნე პირის _ ექსპერტის დასკვნის შეფასების შესაძლებლობა, კანონმდებელი ამ პირის დასკვნას, როგორც მტკიცებულებას, სავალდებულოდ არ მიიჩნევს და სხვა მტკიცებულებებთან ერთად სასამართლოს მიერ მისი შეფასების აუცილებლობას ადგენს.

     

    სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და იგი შეფასდება სსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილი წესით. სკ-ის 963-ე მუხლის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

     

    1) საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება, დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად;

     

    2) ამგვარი დაყოფის შედეგად არ მცირდება ნივთის ღირებულება.

     

    აღსანიშნავია, რომ ღირებულებაში იგულისხმება მისი საგნობრივი (ფუნქციური) დანიშნულება და არა ნივთის საბაზრო ღირებულება. ამდენად, სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ გააუქმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დააბრუნა იმავე სასამართლოში.

    #30467
    kakha
    Member

    სასამართლო ურთიერთობას აქცევს საზიარო უფლებების ზოგადი რეგულირების ქვეშ, თუ:

    ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობებში მყოფ პირებს შორის არ არსებობდა რეგისტრირებული ქორწინება, ან ქორწინება ბათილად იქნა ცნობილი, მეუღლეებმა ქონება შეიძინეს დაქორწინებამდე (იხ. უზენაესი სასამართლოს განჩინება N-ას-369-688-09), ასევე თუ გავიდა მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფის მოთხოვნის ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა.

    ანუ თუ მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა გავიდა, საზიარო უფლების მარეგულირებელი ნორმებით მოხდება ქონების გაყოფა? და 968-ე მუხლის მიხედვით ხანდაზმულობის ვადაც არ გამოიყენება?

    #30470
    BLH
    Keymaster

    ქორწინების მარეგულირებელი სპეციალური წესების საფუძველზე წარმოშობილი თანასაკუთრების მიმართ 3 წლიანი ხანდაზმულობა მოქმედებს ყველა ვარიანტში, შესაძლოა მაგ გადაწყვეტილებაში საუბარია ისეთ შემთხვევებზე, რომლებიც სპეციალური რეგულაციის ქვეშ ვერ ხვდება.

    მაგ: ერთმა მეუღლემ იყიდა ბინა ქორწინების პერიოდში, ეს ბინა არ ჩაითვლება თანასაკუთრებად ზოგადი ნორმების მიხედვით, მაგრამ თუ ეს ბინა იყიდა მეორე მეუღლის მიერ მიცემული ფულითაც, მაშინ ზოგადი ნორმები მოქმედებს და იმ პროპორციით განაწილდება საკუთრება, რამდენი ფულიც დადო თითოეულმა მეუღლემ.

Viewing 4 posts - 11 through 14 (of 14 total)
  • You must be logged in to reply to this topic.