მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › საგადასახადო სამართალი › აღრიცხვა/ადმინისტრირება
Tagged: დეკლარაცია, მოგება, საშემოსავლო
- This topic has 12 replies, 2 voices, and was last updated 9 years, 1 month ago by BLH.
-
AuthorPosts
-
აგვისტო 17, 2015 at 17:47 #29276BLHKeymaster
გადასახადის გადახდის წესი
საწარმოები და მეწარმე ფიზიკური პირები, რომლებიც ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას, ვალდებული არიან მიმდინარე წლის საშემოსავლო/მოგების გადასახადები, გასული წლის გადასახდელების ოდენობის მიხედვით, შეიტანონ ბიუჯეტში, შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) არა უგვიანეს 15 მაისისა – 25 პროცენტი;
ბ) არა უგვიანეს 15 ივლისისა – 25 პროცენტი;
გ) არა უგვიანეს 15 სექტემბრისა – 25 პროცენტი;
დ) არა უგვიანეს 15 დეკემბრისა – 25 პროცენტი.
მაგ: კომპანია “X”-მა 2015 წელს მოგების გადასახადის წლიურ დეკლარაციაში აჩვენა დასაბეგრი მოგება 60.000 ლარის ოდენობით. მოგების გადასახადის თანხამ შესაბამისად 9.000 ლარი შეადგინა (60.000 X 15%).
ამ შემთხვევაში, კომპანია “X” ვალდებულია 2016 წლის განმავლობაში გადაიხადოს საშემოსავლო გადასახადის მიმდინარე გადასახადელები შემდეგი ოდენობით:
15 მაისამდე- 2250 ლარი
15 ივლისამდე – 2250 ლარი
15 სექტემბრამდე- 2250 ლარი
15 დეკემბრამდე- 2250 ლარი
მიმდინარე გადასახდელებს არ იხდის გადასახადის გადამხდელი, რომელსაც გასული საგადასახადო წლის განმავლობაში არ ჰქონდა დასაბეგრი შემოსავალი/დასაბეგრი მოგება.
მიმდინარე გადასახდელთა ბიუჯეტში ჩარიცხული თანხები გადასახადის გადამხდელს ჩაეთვლება საგადასახადო წლის მიხედვით დარიცხულ გადასახადში.
მიმდინარე გადასახდელების გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენება საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
აგვისტო 17, 2015 at 18:01 #29278BLHKeymasterგადასახადის შემცირების/გათავისუფლების უფლება
თუ გადასახადის გადამხდელის მიმდინარე საგადასახადო წლის მოსალოდნელი დასაბეგრი შემოსავალი (მოგება), მათ შორის, საგადასახადო შეღავათების გათვალისწინებით, არანაკლებ 50 პროცენტით მცირდება გასული საგადასახადო წლის დასაბეგრ შემოსავალთან (მოგებასთან) შედარებით და აღნიშნულის შესახებ იგი მიმდინარე გადასახდელების გადახდის ვადის დადგომამდე აცნობებს შესაბამის საგადასახადო ორგანოს, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, შეამციროს ან არ გადაიხადოს მიმდინარე გადასახდელების თანხები.
აღნიშნული უფლების გამოყენების შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი ფაქტობრივი წლიური შედეგების მიხედვით არ დასტურდება მოსალოდნელი დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) არანაკლებ 50 პროცენტით შემცირება და გადასახადის გადამხდელს საანგარიშო წლის განმავლობაში სრული ოდენობით არ გადაუხდია მიმდინარე გადასახდელები, მან უნდა გადაიხადოს საურავი საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, მიმდინარე გადასახდელების გადახდის ვადების დადგენილი თარიღებიდან საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის თარიღამდე არსებულ დროის მონაკვეთში.
აგვისტო 17, 2015 at 18:05 #29279BLHKeymasterგადასახადის განაკვეთის ცვლილება
თუ წინა საგადასახადო პერიოდთან შედარებით იცვლება გადასახადის განაკვეთი, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, მიმდინარე გადასახდელები გადაიხადოს წინა საგადასახადო წლის დასაბეგრი შემოსავლიდან (მოგებიდან) მიმდინარე საგადასახადო წლისთვის მოქმედი განაკვეთის მიხედვით გადაანგარიშებული თანხებიდან.
-
AuthorPosts
- You must be logged in to reply to this topic.