მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › ადმინისტრაციული სამართალი › ადმინისტრაციული ხელშეკრულება.
Tagged: ადმინისტრაციული, ხელშეკრულება
- This topic has 4 replies, 3 voices, and was last updated 10 years, 7 months ago by
BLH.
-
AuthorPosts
-
აგვისტო 1, 2014 at 16:45 #1548
BLH
Keymasterადმინისტრაციული ხელშეკრულება
ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაცილი ორგანოს საქმიანობის საჯარო სამართლებრივი ფორმა. სამოქალაქო ხელშეკრულებისგან განასხვავებს მიზანი – საჯარო უფლებამოსილების განხორციელება.
ადმინისტრაციული ხელშეკრულების ცნების ელემენტებია: ა) ადმინისტრაციული ორგანო და ბ) საჯარო უფლებამოსილების განხორციელება.
იურიდიულ ლიტერატურაში გამოთქმული მოსაზრების მიხედვით ადმინისტრაციულ ხელშეკრულებასტან გვაქვს საქმე როცა ეს უკანასკნელი მიზნად ისახავს:
1) ადმინისტრაციული სამართლის ნორმების შესრულებას,
2)ადმინისტრაციული აქტის გამოცემას ან სხვა მმართველობითი ღონისძიების ვალდებულებას შეიცავს,
3) ადგენს პირის საჯარო უფლებებს ან ვალდებულებებს.
მნიშვნელოვანია საქმე Nბს-727-693. რომელშიც განსაზღვრულია ადმინისტრაციული ხელშეკრულების კანონიერების (ფორმალური კანონიერების) კრიტერიუმები:
1) მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენა,
2) წერილობითი ფორმა,
3)თანხმობა (თუ ასეთს ითვალისწინებს კანონი), სამოქალაქო და ადმინისტრაციულნორმებტან შესაბამისობა (მატერიალური კანონიერება).
აგვისტო 1, 2014 at 17:10 #1549BLH
Keymasterახლა ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. ადმინისტრაციულმა ორგანომ გაუგზავნა ხელმოუწერელი ხელშეკრულება მეორე მხარეს (ხელშეკრულების დასადებად). აქცეპტანტი დაეთანხმა ხელშეკრულებას, მოაწერა ხელი და გაუგზავნა უკან. ითვლება თუ არა ხელშეკრულება დადებულად?
აგვისტო 1, 2014 at 18:16 #1552ივერიელი
Participantშენ რა პრობლემას ხედავ მაგ შემთხვევაში?
აგვისტო 1, 2014 at 18:22 #1554BLH
Keymasterლიტერატურაში გამოთქმულია მოსაზრება რომ ოფერენტად ჩაითვლება ამ შემთხვევაში არა ადმინისტრაციული ორგანო არამედ ვისაც გაუგზავნა ადმინისტრაციულმა ორგანომ ის.
აგვისტო 1, 2014 at 20:01 #1556BLH
Keymasterთუ ადრესატის მიერ ნების გამოვლენის შედეგად ხელშეკრულება დადებულად ჩაითვლება, მაშინ აქცეპტანტი გამოდის ეს უკანასკნელი, მაგრამ თუ მისი ნების გამოვლენის შემდეგ ადმინისტრაციული ორგანოს ნების გამოვლენაა საჭირო და ხელშეკრულება ძალაში არ შედის, ასეთი ნების გამოვლენის გარეშე, მაშინ ოფერენტი იქნება ეს პირი.
ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით მოქმედებს ზოგადი სამოქალაქო სამართლებრივი ნორმები ხელშეკრულების დადების შესახებ.
იანვარი 10, 2015 at 15:13 #22596Edika
Participantუზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ბს-1300-876(კ-05)
მრავალმხრივ საინტერესო გადაწყვეტილებაა. საუბარია არარა ინდ. აქტის საფუძველზე დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების სამართლებრივ ბედ -იღბალზე, ადმინისტრაციული ხელშეკრულების გამიჯვნა კერძოსამართლებრივი ხელშეკრულებისგან, კანონიერი ნდობის პრინციპის მიმართება არარა აქტის მიმართ.
იანვარი 10, 2015 at 19:33 #22601BLH
Keymasterკანონიერი ნდობა არარა აქტის მიმართ არ არსებობს. ვინაიდან არარა აქტი არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს შესაბამისად არც კანონიერი ნდობას აქვს ადგილი.
იანვარი 10, 2015 at 20:01 #22602Edika
Participant<cite>@ReneDescartes said:</cite> კანონიერი ნდობა არარა აქტის მიმართ არ არსებობს. ვინაიდან არარა აქტი არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს შესაბამისად არც კანონიერი ნდობას აქვს ადგილი.
ხო მაგაზეა ზუსტად საუბარი ამ გადაწყვეტილებაში.
ასევე საუბარია არარა აქტის საფუძველზე დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილილობაზე, რაცას ვეთანხმები, მაგრამ არგუმენტაცია არ მომწონს, კერძოდ ანალოგიით გამოყენებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 70-ე მუხლი. ამ დროს ნორმატიული აქტების შესახებ კანონის მე-5 მუხლის მიხედვით ანალოგია საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებში გამოიყენება მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, მაშნ როცა ზოგად ადმინისტრაციულში ანალოგიაზე არაფერია ნახსენები საერთოდ. თან არაერთი გადაწყვეტილება მინახია სადაც ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ანალოგიის გამოყენებაზეა საუბარი.
თებერვალი 3, 2015 at 17:38 #3729kakha
Memberჩემი აზრით ეგ მუხლი ვიწროდ უნდა განიმარტოს და მხლოდ ისეთი შემთხვევა მოიცვას, როდესაც ანალოგიის გამოყენებით ადრესატის მდგომარეობა მძიმდება. მაგრამ ამ მოსაზრებას ეგ გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება, რადგან რამდენადაც მახსოვს მანდ ადრესატის საწინააღმდეგოდ იქნა გამოყენებული ანალოგია.
თებერვალი 3, 2015 at 18:46 #3732Edika
Participant@mathematician
ნორმატიული აქტების შესახებ კანონის მე-5 მუხლზე ამბობ?
-
AuthorPosts
- You must be logged in to reply to this topic.