მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › ზიანის ანაზღაურება (დელიქტური სამართალი) › Reply To: ზიანის ანაზღაურება (დელიქტური სამართალი)
@Edika said:
გაუმართავი ელექტროფიდერის ექსპლოატაციის დროს მეზობელ სახლს გაუჩნდა ხანძარი. სახანძრო სამსახურმა უზრუნველყო ხანძრის ჩაქრობა, მაგრამ შემმთხვევით დააზიანა (წყლით) მეორე მეზობლის სახლი, რომელშიც მას ძვირადღირებული რემონტი ქონდა გაკეთებული. აქვს თუ არა ამ უკანასკნელს, ელექტროფიდერის მესაკუთრის მიმარტ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება 1001-ე მუხლის საფუძელზე?? თუ სახანძროს მიმართ? თუ სოლიდარულად??????
თუ სახანძრო სამსახურის ბრალი არ არის სახეზე, მაშინ 1001-ე მუხლის საფუძველზე მხოლოდ მეზობელს უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა, რადგან მისი გაუმართავი ელექტროფიდერის ექსპლოატაციის შედეგად დადგა ზიანი, ანუ სახეზეა ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო უმოქმედობიდან გამოწვეული ზიანი.
თუმცა სხვა სიტუაცია იქნება, როცა სახანძღო სამსახურის ბრალეული ქმედებების შედეგად დგება აღნიშნული ზიანი. ამ შემთხვევაში, 998-ე მუხლის პირველი ნაწილით შეიძლება სოლიდარული პასუხისმგებლობის წარმოშბაზე საუბარი.
