მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › ზიანის ანაზღაურება (დელიქტური სამართალი) › Reply To: ზიანის ანაზღაურება (დელიქტური სამართალი)
@Edika said: A მოძრაობდა თავის საავტომობილო გზაზე, რომელსაც უკნიდან მაღალი სიჩქარით მომავალი B დაეჯახა. დაჯახების შედეგად ინერციით A შეასკდა მის წინ მიმავალ C-ს. აქვს თუ არა C-ს A-ს მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება 999 მუხლის საფუძველზე?
ჩვენი დოქტრინისა და სასამართლო პრაქტიკის მიხედვით ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა დაეკისრება, როგორც A-ს ისე B-ს, თუმცა ჩემი აზრით “A”-ს არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა, რადგან ზიანი დადგა ისეთი გარე ფაქტორების შედეგად, რაც არ არის დაკავშირებული ავტომობილის მომეტებული საფრთხის რეალიზაციასთან, კერძოდ ზიანი დადგა “B”-ს ქმედების შედეგად, ანუ სახეზეა ფორსმაჟორი, რაც გამოწვეულია მესამე პირის არამართლზომიერი ქმედებით.
