მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › ზიანის ანაზღაურება (დელიქტური სამართალი) › Reply To: ზიანის ანაზღაურება (დელიქტური სამართალი)
ავარიის დროს დაზარალებულის ბრალი
უნდა გამოვყოთ ორი შემთხვევა:
1. ზიანი დადგა ავტომობილის მონაწილეობით დაზარალებულის ბრალეული მოქმედების შედეგად, ისე რომ ზიანის დადგომა არ არის გამოწვეული ავტომობილის მომეტებული საფრთხის გამო.
მაგ: პირი მოძრაობს მანქანით ქუჩაზე, მოძრაობის წესების სრულიად დაცვით. უცებ ქვეითი დიდი სისწრაფით გადადის იმ ადგილას, სადაც სასტიკად აკრძალულია გადასვლა, თანაც ისე, რომ ავტომობილის მძღოლისთვის შეუძლებელია შეჯახების თავიდან აცილება, თუმცა ქვეითი დაზიანდება მსუბუქად.
ამ შემთხვევაში გამოიყენება სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც პირი არ აგებს ზიანისათვის თუ არსებობს გარკვეული გარემოება, რომელიც მას გაათავისუფლებდა პასუხისმგებლობისგან. ამ შემთხვევაში ასეთი გარემოებაა დაზარალებულის ბრალი. თანაც ასეთ შემთხვევაში ვერ გამოვიყენებთ 999-ე მუხლს, რადგან ავტომობილის მომეტებული საფრთხის შედეგად არ დგება ზიანი, არამედ ზიანი გამოწვეულია დაზარალებულის ბრალით და არ გვაქვს 999-ე მუხლის შემადგენლობა, ხოლო სხვა სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რომლითაც შეიძლება ავტომობილის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაყენება.
2. ზიანი დადგა ავტომობილის მონაწილეობით, დაზარალებულის ბრალეული მოქმედების შედეგად, თუმცა ამავდროულად ზიანის დადგომა გამოწვეულია ავტომობილის მომეტებული საფრთხიდანაც.
მაგ: ავტომობილი მიდის გზაზე, მძღოლი სრულიად იცავს მოძრაობი წესებს, თუმცა მანქანა უცებ მოცურდება, მისი თავისებურებიდან გამომდინარე. ამავდროულად იქვე გზაზე გადადის ქვეითი, რითიც უხეშად არღვევს მოძრაობის წესებს. მოცურებული მანქანა მსუბუქად აზიანებს ქვეითს.
აი ასეთ შემთხვევაში ვინაიდან ზიანი დადგომა გამოწვეულია, როგორც დაზარალებული ქვეითის ბრალით, ასევე მანქანის მომეტებული საფრთხიდან გამომდინარე, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ 415-ე მუხლი, 999-ე მუხლთან ერთად და ვიმსჯელოთ პასუხისმგებლობის გადანაწილებაზე. სწორედ ამაზე უთითებს ზემოთ ედიკას მიერ მითითებული გადაწყვეტილება.
