მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › ზიანის ანაზღაურება (დელიქტური სამართალი) › Reply To: ზიანის ანაზღაურება (დელიქტური სამართალი)
@Edika said: “E” არის ბათუმში მდებარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრე და ამავე დროის ძალიან ავი ძაღლის მპყრობელი. ძაღლი გამვლელებსა და სტუმრებს უკვე მრავალჯერ დაესხა ტავს და უკბინა, რის გამოც E-მ მიწის ნაკვეთს ღობე შემოარტყა და გააკრა წარწერა ”ეზოში ავი ძაღლია”. B რომელსაც სურს სოციოლოგიური გამოკიტხვა არ აქცევს ყურადღებას წარწერად და შედის ჭიშკარში. უკბინა ძაღლმა. აქვს თუ არა მას E-სგან ზიანის ანაზღაურების მოთხპოვნის უფლება?
შეიძლება ჰქონდეს ნაწილობრივ, რადგან E-ს მხრიდან გამოჩენილია გარკვეული წინდახედულობის დარღვევა, კერძოდ მესაკუთრემ უნდა გაითვალისწინოს მსგავსი შემთხვევები, როგორც მინიმუმ ისე უნდა მოაწყოს ჭიშკარი, რომ ვერავინ შემოდიოდეს ასე მარტივად. თუმცა მეორე მხრივ B-ც წინდაუხედავად მოიქცა, რადგან საკმარისად ფრთხილად არ იყო, როცა შედიოდა სხვის საკუთრებაში, არც წარწერა შეამჩინა.. ამიტომაც სკ-ის 415-ე მუხლის მიხედვით შერეული ბრალი იქნება.
