მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › საგადასახადო სამართალი › საგადასახადო სამართალდარღვევები › Reply To: საგადასახადო სამართალდარღვევები
შეცდომა/არცოდნა და კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი
საგადასახადო ორგანოს, დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
ასეთ შემთხვევაში საკითხის გადამწყვეტმა სუბიექტმა უნდა შეაფასოს, თუ რამდენად წარმოადგენს სუბიექტი, კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელს, ასევე რამდენადაა სამართალდარღვევა ჩადენილი პირის შეცდომისა ან არცოდნის საფუძველზე.
შეცდომა ფაქტში– ფაქტობრივი შეცდომა ნიშნავს იმას რომ მცდარი წარმოდგენა გქონდეს ქმედების ობიექტური შემადგენლობით გათვალისწინებულ ფაქტობრივ გარემოებებზე. დამრღვევმა არ იცის სამართადარღვევის ობიექტური შემადგენლობის შესაბამისი გარემოებების არსებობის შესახებ ან იცის ამის შესახებ, მაგრამ ვერ აღიქვამს მის მნიშვნელობას.
ფაქტობრივი შეცდომა გამორიცხავს განზრახი დანაშაულის ქმედების შემადგენლობას და პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს მხოლოდ გაუფრთხილებლობისთვის, ხოლო გარკვეული პირობების არსებობისას შეიძლება გამოირიცხოს გაუფრთხილებლობაც.
მაგ: თუ სამართალდარღვევის შემადგენლობის მიხედვით, მისი ჩადენა მხოლოდ განზრახვით არის შესაძლებელი და სახეზა შეცდომა ფაქტში, მაშინ პირის პასუხისმგებლობა არ დადგება.
შეცდომა აკრძალვაში არის შეცდომა ქმედების უკანონობაში. დამრღვევი იმყოფება შეცდომა აკრძალვაში, როდესაც მან არ იცის, რომ მისი მოქმედება უკანონოა. შეცდომა არის უბრალო უცოდინარობა. არ გვაქვს ასეთი შეცდომა, როდესაც დამრღვევი ეჭვობს საკუთარი ქმედების კანონიერებაში და უშვებს ასეთ შედეგს. როდესაც დამრღვევისთვის არ არის ცნობილი მისი ქმედების მომწესრიგებელი ნორმა, ეს არ გულისხმობს შეცდომას აკრძალვაში. მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ უცოდინარობის საფუძველზე დამრღვევი ვერ აღიქვამს იმას, რომ მისი მოქმედება შეიძლება იყოს უკანონო, იმყოფება ის შეცდომა აკრძალვაში.
