#29276
BLH
Keymaster

გადასახადის გადახდის წესი

 

საწარმოები და მეწარმე ფიზიკური პირები, რომლებიც ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას, ვალდებული არიან მიმდინარე წლის საშემოსავლო/მოგების გადასახადები, გასული წლის გადასახდელების ოდენობის მიხედვით, შეიტანონ ბიუჯეტში, შემდეგი თანმიმდევრობით: 

 

ა) არა უგვიანეს 15 მაისისა – 25 პროცენტი;

 

ბ) არა უგვიანეს 15 ივლისისა – 25 პროცენტი;

 

გ) არა უგვიანეს 15 სექტემბრისა – 25 პროცენტი;

 

დ) არა უგვიანეს 15 დეკემბრისა – 25 პროცენტი.

 

მაგ: კომპანია “X”-მა 2015 წელს მოგების გადასახადის წლიურ დეკლარაციაში აჩვენა დასაბეგრი მოგება 60.000 ლარის ოდენობით. მოგების გადასახადის თანხამ შესაბამისად 9.000 ლარი შეადგინა (60.000 X 15%). 

 

ამ შემთხვევაში, კომპანია “X” ვალდებულია 2016 წლის განმავლობაში გადაიხადოს საშემოსავლო გადასახადის მიმდინარე გადასახადელები შემდეგი ოდენობით:

 

15 მაისამდე- 2250 ლარი

 

15 ივლისამდე – 2250 ლარი

 

15 სექტემბრამდე- 2250 ლარი

 

15 დეკემბრამდე- 2250 ლარი

 

მიმდინარე გადასახდელებს არ იხდის გადასახადის გადამხდელი, რომელსაც გასული საგადასახადო წლის განმავლობაში არ ჰქონდა დასაბეგრი შემოსავალი/დასაბეგრი მოგება.

 

მიმდინარე გადასახდელთა ბიუჯეტში ჩარიცხული თანხები გადასახადის გადამხდელს ჩაეთვლება საგადასახადო წლის მიხედვით დარიცხულ გადასახადში.

 

მიმდინარე გადასახდელების გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენება საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.