მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › საგადასახადო სამართალი › საშემოსავლო გადასახადი › Reply To: საშემოსავლო გადასახადი
აგვისტო 12, 2015 at 14:12
#29163
Keymaster
ქონების რეალიზაციიდან მიღებული ნამეტი
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის მიერ:
- 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის (სახლის) მასზე დამაგრებული მიწით რეალიზაციით მიღებული ნამეტი;
- საკუთრების უფლების რეგისტრაციიდან 6 თვეზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაციით მიღებული ნამეტი;
- 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული აქტივების მიწოდებით მიღებული ნამეტი, გარდა გამსხვისებლის მიერ აქტივების მიწოდებამდე ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ასევე გარდა ზემოთ მითითებული ორი შემთხვევისა.
აქტივების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებად არ ითვლება მათი 2 წლის შემდეგ მიწოდება ან/და ფასიანი ქაღალდების/წილის მხოლოდ ფლობა დივიდენდებისა და პროცენტების მიღების მიზნით;
