მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › მორალური ზიანი › Reply To: მორალური ზიანი
მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრა
(სუსგ. №ას-95-90-2013)
„საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული მორალური ზიანის ანაზღაურება სამართლიანი და გონივრული ოდენობით უნდა განისაზღვროს. შეუძლებელია თითოეული ადამიანის ჯანმრთელობის ან სიცოცხლის ფასის განსაზღვრა, ამდენად, მორალური ზიანის ანაზღაურების მიზანი, გარკვეულწილად, განცდილი ტკივილისა და დისკომფორტის შემსუბუქებაა. კომპენსაციის ოდენობას განსაზღვრავს სასამართლო დაზარალებულის მიერ განცდილი სულიერი, ფიზიკური ტანჯვისა და ზიანის მიმყენებლის ბრალის გათვალისწინებით, თუ ზიანის ანაზღაურების მოცემული სახე ბრალეულ მოქმედებაზეა დამოკიდებული. სასამართლომ უნდა შეაფასოს, თუ რაოდენ დიდი ფიზიკური ან სულიერი ტანჯვა მიაყენა რაიმე ქმედებამ დაზარალებულს.
საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ა. ს-მა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო, ამასთან თავის ქალის ნაწილი შეუცვალეს პლასტიკით, ხოლო ს. ს-ას, მიღებული დაზიანებების გამო, ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდა და მიიჩნევს, რომ, შესაბამისად, 4200 და 2400 ლარი სამართლიანი ანაზღაურებაა მათ მიერ განცდილი ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ტრავმის საკომპენსაციოდ.“
