მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › სამოქალაქო პროცესი › Reply To: სამოქალაქო პროცესი
ანგარიშფაქტურა, როგორც მტკიცებულება
(N-ას-678-638-2012)
თბილისის სააპელაციო სასამართლომ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შემოსული საჩივრის განხილვისას საქმეში წარმოდგენილი ანგარიშფაქტურებზე დაყრდნობით დადასტურებულად მიიჩნია მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების ფაქტი.
საკასაციო სასამართლოს განმარტება: მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც, მისი განმარტებით, ადასტურებს ვალდებულების შესრულებას წარმოადგენს ანგარიშფაქტურებს. ანგარიშფაქტურა თავისი სამართლებრივი ბუნებით იქნება საგადასახდო მიზნებისათვის და არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების ფაქტი. შესაბამისად, ანგარიშფაქტურა არ წარმოადგენს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ კანონით გათვალისწინებულ დოცუმენტს, ასევე, აღსანიშნავია, რომ ანგარიშფაქტურის ორივე მხარეს ერთი და იმავე კომპანიის წარმომადგენლები აწერენ ხელს, რაც არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს დამკვეთის მიერ სამუშაოს შესრულების დამადასტურებელ მტკიცებულებად. ამდენად, საკასაციო სასამართლომ სსკ-ის 411-ე მუხლის საფუძველზე მიიღო ახალი გადაწყვეტილება და მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ვალდებულების შესრულების ფაქტი.
