მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › ნასყიდობა/ჩუქება/გაცვლა › Reply To: ნასყიდობა/ჩუქება/გაცვლა
სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების შეწყვეტა (ას-1246-1373-04)
ფაქტობრივი გარემოებები: სარჩენმა იმ მოტივით, რომ მარჩენალმა დაარღვია სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების პირობები, არ აკითხავდა მას ყოველდღიურად, თვეში რამოდენიმეჯერ აწვდიდა საკვებს მცირე ოდენობით ან გადასცემდა 4-5 ლარს, არ ზრუნავდა მასზე ავადმყოფობის დროს, არ ყიდულობდა წამლებს, არ იღებდა ზომებს მისი მკურნალობისათვის და მათ შორის ურთიერთობა აუტანელი გახდა, სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მხარეთა შორის დადებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების შეწყვეტა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება: სააპელაციო გაიზიარა მარჩენალის პოზიცია, რასაც დაეთანხმა უზენაესი სასამართლოც, შემდეგი საფუძვლებიდან გამომდინარე:
“სკ-ის 949-ე მუხლის თანახმად როგორც მარჩენალს, ისე სარჩენს შეუძლიათ უარი თქვან სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებაზე, თუკი სახელშეკრულებო მოვალეობათა დარღვევის შედეგად მხარეთა შორის ურთიერთობა აუტანელი გახდა, ანდა სხვა არსებითი მიზეზები უკიდურესად აძნელებს ან შეუძლებელს ხდის მის გაგრძელებას.
გადაცემული უძრავი ქონება ხელშეკრულების შეწყვეტისას უბრუნდება სარჩენს, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტამდე გაწეული ხარჯები მარჩენალს არ აუნაზღაურდება თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.:
