#27174
Edika
Participant

პირველ შემთხვევაში უნდა დადგინდეს ხელშეკრულების მეორე მხარის ნდობა რამდენად კეთილსინდისიერია გამოვლენილი ნებისადმი. ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია კონტრაჰენტის კეთილსინდისიერებაზე იცოდა თუ არა რამდენად გაეცნო ნების გამომვლენი გარიგების შინაარსს.

 

კეთილსინდისიერი/კანონიერი ნდობაა რა მთავარი ამოსავალი წერტილი გარიგობის ნამდვილობის ასეთ შემთხვევაში, თორე ნება რომელიც მისმა გამომვლენმაც არ იცის თვითნ რასთან დაკავშირებით გამოავლინა ვერცერთვარიანტში ვერ იქნება ნამდვილი.

 

  რაც შეეხება მეოთხე შემთხვევას, აქ საქმე იმაშია რომ როცა შეგიძლია გაეცნო გარიგების შინაარსს, როცა გაქვს ამის საშუალება და მაინც არ ეცნობი, თან ისე რომ სხვის ნატქვამს ენდობი აქ არ გვაქვს სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლით გათვალისწინებული შემადგენლობა, შესაბამისად არ შეიძლება გარიგების ბათილობის მოთხოვნა მოტყუების მოტივით. 81-ე მუხლი ადგენს “თვალსაჩინოების სტანდარტს”, რაც გამოიხატება წინადადებაში: “აშკარაა რომ გარიგება არ დაიდებოდა მოტყუების გარეშე”. შესაბამისად როცა გარიგების შინაარსის გაცნობის საშუალება გაქვს, არ ეცნობი მას და ისე აწერ ხელს მესამე პირის ნათქვამზე. ეს არის მესამე პირისადმი უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეული ნდობა და არა მოტყუება. სამოქალაქო კოდექსი კი მესამე პირისადმი უხეში გაუფრთხილებლობით განპირობებული ნდობის გამო გარიგების ბათილობას არ ითვალიხწინებს.

 

მაგრამ აქაც მთავარია ერთი რამ. მართალია 81-ე მუხლით გათვალისწინებული მოტყუების შემადგენლობა არ გვაქვს, მაგრამ ეს იას არ ნიშნავს რომ სხვა ბათლობის საფუძველი არ შეიძლება მოიძებნოს. მთავარია ხელშეკრულების კონტრაჰენტის კეთილსინდისიერი ნდობა და ეს ყველაფერი გამომდინარეობს სააპელაციო სასამართლოს 2ბ/4378-10.

 

  ამ გადაწყვეტილებაში ასევე საუბარია გარიგების შნაარსის ცოდნის პრეზიმფციაზე, გარიგების შინაარსის ცოდნა/არცოდნა სუბიექტური კატეგორიაა და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა სუბიექტური სტანდარტის მიმართ წარმოუდგენელია. ამიტომ სასამართლო იყენებს გარიგების შინაარსის ცოდნის პრეზიმფციას, მითუმეტეს ნოტარიუსთან როცა ხდება ხელშეკრულება/გარიგების გაფორმება.