#2631
Edika
Participant

აპელაციაც და უზენაესის ორივე უთითებს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლზე, ანუ ორივე ამბობს იმას რომ  1171-ე მუხლიდან ცალსახად არ გამომდინარეობს რომ ხანდახმულობის ვადა იწყება განქორწინების მომენტიდანო, არამედ უფლების დარღვევის მომენტიდანო ან როცა ცნობილი გახდა ამ უფლების დარღვევის შესახებ მეუღლისთვისო. აპელაცია ასეთი უფლების დარღვევის მომენტად მიიჩნევს როცა მეუღლებ ანდერძი შეადგინა ქონებაზე რომელიც მთლიანად მას არ ეკუთვნოდა(და ამის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა 2012 წელს), ხოლო უზენაესი ასეთი უფლების დარღვევის ობიექტურ მომენტად მიიჩნევს განქორწინებას. აქედან გამომდინარე იბადება კითხვა რა უფლება დაირღვა განქორწინების დროს ცოლისთვის?