მთავარი გვერდი forums იურიდიული ფორუმი ადმინისტრაციული სამართალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევები

Viewing 10 posts - 1 through 10 (of 33 total)
  • Author
    Posts
  • #2493

    ამ თემაში განვიხილავთ ადმინისტრაციულ სამართალდაღვევებს, მათ არსს, გასაჩივრების წესსა და  მათთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

    #4869

    კანონმდებლობა და პრინციპები

    ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან. მაგ: საგადასახადო, სამშენებელო, ბუნების დაცვითი და ა.შ. სფეროები რეგულირდება სპეციალური კანონმდებლობით.

    ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კანონმდებლობის მიზანია დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება, ეს ზოგადი ტერმინები განმარტებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის პირველ მუხლში.

    ამ ამოცანის განსახორციელებლად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და სხვა სპეციალური კანონები განსაზღვრავავენ, თუ რომელი მოქმედება ან უმოქმედობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომელი ადმინისტრაციული სახდელი, რომელი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ და რა წესით შეიძლება დაედოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს.

    უფლებამოსილი პირები ადმინისტრაციულ ზემოქმედების ზომების შეფარდებისას მოქმედებენ კანონიერების პრინციპის შესაბამისად, რაც მოიცავს ორ ელემენტს, ესენია კანონიერი დათქმისა და კანონის უზენაესობის პრინციპები, რომლის მიხედვითაც  არავის არ შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით.

    სამართალდარღვევის ჩამდენმა პასუხი უნდა აგოს სამართალდარღვევის ჩადენის დროს და ადგილას მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ ან გამაუქმებელ აქტებს აქვთ უკუქცევითი ძალა, ესე იგი ვრცელდებიან ამ აქტების გამოცემამდე ჩადენილ სამართალდარღვევებზეც. აქტებს, რომლებიც აწესებენ ან აძლიერებენ პასუხისმგებლობას ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, უკუქცევითი ძალა არა აქვს.

    #26845
    BLH
    Keymaster

    განსაზღვრულობის (განჭვრეტადობის) პრინციპი

    განსაზღვრულობის პრინციპი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ქმედების ობიექტურ შემადგენლობასთან მიმართებით. ზუსტად უნდა განისაზღვროს ის ქცევა, რომელიც იწვევს სამართლებრივ პასუხისმგებლობას, დამრღვევს უნდა შეეძლოს ასეთი შედეგის წინასწარ განჭვრეტა. განსაკუთრებით შერეული შემადგენლობის შემთხვევაში კანონმდებელმა კარგად უნდა გამოკვეთოს გამიჯვნის კრიტერიუმების კონტურები, რომელიც ნორმის გამომყენებელს არ მისცემს შესაძლებლობას საკუთარი სურვილის შესაბამისად მიაკუთვნოს ის ადმინისტრაციულ ან სისხლის სამართლის დარღვევებს.

    მაგ: ხულიგნობა დასჯადია, როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსის შესაბამისად, ისე სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად. ნათლად უნდა ჩანდეს, თუ როდის უნდა მოხდეს, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება და როდის ადმინისტრაციულ სამართლებრივის.

    #26919

    ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სტრუქტურა 

    ა. ქმედების შემადგენლობა (ობიექტური და სუბიექტური)

    ბ. მართლწინააღმდეგობა

    3.ბრალი

    აღნიშნული ელემენტები ქმნიან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ცნებას, შემდეგ პოსტებში განვიხილოთ თითოეული მათგანი.

    #27143

    ქმედების შემადგენლობა

    I. ობიექტური შემადგენლობა

    ა) სუბიექტი;

    ბ) ქმედების შემადგენლობის ობიექტური ნიშნები (დრო, ადგილი, ვითარება, მახასიათებელი);

    გ) ქმედება (მოქმედება, უმოქმედება – ნამდვილი ან არანამდვილი);

    დ) შედეგი (ე.წ. შედეგიანი დელიქტი);

    ე) მიზეზობრივი კავშირი (შედეგიანი დელიქტების შემთხვევაში).

    #27251

    ა) სუბიექტი-  პირი, რომელსაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის კერძო ნაწილში განსაზღვრული სამართალდარღვევის ჩადენა შეუძლია თავისი ქმედებით.  სუბიექტი შეიძლება იყოს ზოგადი და სპეციალური. თუ სუბიექტი არ არის აღწერილი სპეციალური ნიშნებით, მაშინ სამართალდარღვევის ჩადენა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომლის ასაკმაც მიაღწია 16 წელს, ხოლო სპეციალური სუბიექტია ისეთ პირი, რომელიც ხასიათდება განსაკუთრებული მახასიათებლებით, რომლებიც ყველა პირს არ გააჩნია, მაგ: თანამდებობის პირები, სამხედრო პირები და ა.შ.

     

    პიროვნება, რომელსაც არ აქვს ქმედების შემადგენლობით დადგენილი მახასიათებლები, არ შეიძლება იყოს ასეთი სამართალდარღვევის ჩამდენი პირი. ის შეიძლება იყოს წამქეზებელი ან დამხმარე.

    #27253

    ბ) ქმედების შემადგენლობის ობიექტური ნიშნები–  თითოეული სამართალდარღვევის აღწერისას, კანონმდებელი განსაზღვრავს სამართალდარღვევის ობიექტურ ნიშნებს, რომლებიც შეიძლება იყოს ქმედების ჩადენის დრო, მისი ადგილი, ვითარება, მისი ხასიათი და ა.შ.

     
    მაგ: “წყლის ობიექტების დაბინძურება, დანაგვიანება, წყლის ობიექტებში ნარჩენებისა და სხვაგვარი ნაყარის ჩაყრა”

     
    მოცემული ქმედების შემადგენლობის ობიექტური ნიშნებია: ადგილი– წყლის ობიექტები, ქმედების ხასიათი– დანაგვიანება, დაბინძურება, ნარჩენებისა და სხვაგვარი ნაყარის ჩაყრა.

     
    ამდენად მოცემული სამართალდარღვევის ჩასადენად აუცილებელია გვქონდეს მოქმედება- დანაგვიანება, დაბინძურება, ნარჩენებისა და სხგავარი ნაყარის ჩაყრა და ეს უნდა განხორციელდეს აუცილებლად წყლის ობიეტებთან დაკავშირებით.

     

    #27383

    გ) ქმედების ფორმა (მოქმედება/უმოქმედობა)

     

    მოქმედება- დამრღვევის სხეულით განხორციელებული აქტიურობა (მაგ: ხმაური, დაბინძურება, გაჩეხვა, განადგურება და ა.შ.).

     

    უმოქმედობა- უნდა გაიმიჯნოს ნამდვილი და არანამდვილი უმოქმედობით განხორციელებული ქმედებები.

     

    ნამდვილი უმოქმედობით დელიქტი მაშინ გვაქვს სახეზე, როდესაც ქმედების შემადგენლობა სამართლებრივ შედეგს უმოქმედობას უკავშირებს. მაგ: ხანძრის საწინააღმდეგო უსაფრთხოების ნორმების დაცვა.

     

    არანამდვილი უმოქმედობით დელიქტის შემთხვევაში ქმედების შემადგენლობა აღწერს კონკრეტულ აქტიურობას, რომლის შესაბამისია დამრღვევის  უმოქმედობა, როდესაც მას აქვს გარანტორის ფუნქცია. მაგ: “ა”-ს ძაღლმა დააზიანა “ბ”, ამ შემთხვევაში სახეზეა არანამდვილი უმოქმედობა “ა”-ს მხრიდან, რადგან მას ევალებოდა თავისი ძაღლის მხრიდან საფრთხის აღკვეთა რაც ვერ მოახერხა.

     

    #27617

    დ) შედეგი (ე.წ. შედეგიანი დელიქტი)

     

    ე) მიზეზობრივი კავშირი (შედეგიანი დელიქტების შემთხვევაში)

     

    შედეგის მიხედვით ხდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მიკუთვნება ზიანის გამომწვევ და საფრთხის შემცვლელი დელიქტებისთვის.

     

    ქმედებასა და შედეგს შორის კავშირს უზრუნვეყოფს მიზეზობრიობა, შესაბამისად, ობიექტური შერაცხადობა, რომელიც ასევე ობიექტური შემადგენლობის ელემენტია. თუ კი ქმედების ობიექტური შემადგენლობა არ შეიცავს შედეგის განმსაზღვრელ ნიშნებს, სახეზეა ზოგადი საფრთხის შემცვლელი დელიქტი.

     

    საფრთხის შემცვლელი დელიქტი

     

    უშედეგო (ფორმალური) შემადგენლობის მქონე დელიქტის შემთხვევაში, სამართალდარღვევა დასრულებულია ქმედების ობიექტური შემადგენლობაში აღწერილი ქმედების განხორციელებით, ისე, რომ არ დგება არანაირი მატერიალური შედეგი.ქმედებას აქვს არა შედეგის გამომწვევი, არამედ გამოწვევის უნარის მქონე ბუნება. მაგ: მთვრალი ავტომობილის მართვა, ხმაური და ა.შ.

     

    ხშირად ასეთ დელიქტებს აქვს აბსტრაქტული საფრთხის შემცველი დელიქტების ხასიათი. ხმაურის გამომწვევ დელიქტებში არ არის აუცილებელი იმის დადგენა დადგა თუ არა მეზობლების სიმშვიდის ხელყოფა ან ჯანმრთელობის დაზიანება, არამედ საკმარისია, რომ მას შეუძლია ასეთი შედეგის დადგომა.

     

    შედეგის გამოწვევა

     

    ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სამართალი იცნობს შედეგიან დელიქტებს. ქმედების შემადგენლობის შესაბამისი შედეგი შეიძლება იყოს სამართლებრივი სიკეთის დაზიანება ან კონკრეტული საფრთხე. პირველ შემთხვევაში, ობიექტის მდგომარეობა უარესდება, მეორე შემთხვევაში, ახლოს არის ასეთ მდგომარეობასთან და სავარაუდო გაუარესების მდგომარეობაში იმყოფება. კონკრეტული საფრთხის წარმოშობის შედეგზე არ ახდენს გავლენას შემთხვევითობით გამოწვეული ზიანის არ დადგომა.  ქმედების შემადგენლობის შესაბამისი შედეგი გამოწვეული უნდა იყოს ქმედების შემადგენლობის შესაბამისი ქმედებით. გარდა აღნიშნულისა, ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირიც, რომლის მიხედვითაც სახე არსებული ქმედება უცილობლად სახეზე არსებულ შედეგს იწვევს.

     

    თუ კი პასუხისმგებლობა უკავშირდება ერთ კონკრეტულ შედეგს, ეს ქმედების ობიექტურ შემადგენლობაში ერთაზროვნად უნდა იყოს ფორმულირებული.

    #27619

    II. ქმედების სუბიექტური შემადგენლობა

     

    ა) განზრახვა (პირდაპირი, არაპირდაპირი)

     

    ან

     

    ბ) გაუფრთხილებლობა (თვითიმედოვნება, დაუდევრობა)

     

    გ) შეცდომა ფაქტში

     

    დ) სხვა სუბიექტური ფაქტორები (მიზანი, მოტივი)

     

    თუ პირის ქმედებიდან გამომდინარე სახეზე არ გვაქვს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესაბამისი ქმედების ობიექტური შემადგენლობა, მაშინ არც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გვაქვს სახეზე, შესაბამისად აღარ გადავდივართ ქმედების სუბიექტური ელემენტების განხილვაზე.

Viewing 10 posts - 1 through 10 (of 33 total)
  • You must be logged in to reply to this topic.