მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › საოჯახო სამართალი › Reply To: საოჯახო სამართალი
ალიმენტის გადახდის ვალდებულება და ფინანსური მდგომარეობა
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება N ას-941-899-2013
ალიმენტთან დაკავშირებული სარჩელის აღძვრის მომენტში მოპასუხის სახელზე ირიცხებოდა უძრავი ქონება, რომელიც სარჩელის აღძვრის შემდეგ მოპასუხემ გადააფორმა სხვა პიროვნებაზე (ოჯახის სხვა წვრზე როგორც გადაწყვეტილებაშია). სასამართლომ აღნიშნული მიიჩნია ეჭვის გონივრულ საფუძვლად რომ აღნიშნული გადაფორმების მიზანი იყო ალიმენტის ოდენობასთან დაკავშირებით მოპასუხეს ჰქონოდა პროტესტის შესაძლებლობა. (ანუ თვითონ ჩაიგდო თავი მძიმე ეკონომიურ მდგომარეობაშიო).
სასამარტლომ თქვა რომ მძიმე ეკონომიური მდგომარეობა არ დასტურდება, მაგრამ რომც დასტურდებოდეს ვერ იქნება გაზიარებული ვინაიდან ე.წ “მძიმე ეკონომიური” მდგომარეობა განპირობებულია აპელანტის აქტიური ნებელობითი ქმედებით. სარჩელის აღძვრის შემდეგ გადააფორმა ქონება რითაც ხელი შეუწყო ქონებრივი მდგომარეობის გაუარესებას.
ამავე გადაწყვეტილებით სასამართლომ თქვა რომ ალიმენტი უპირობოა და არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე. ამასთან ალიმენტი არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირის ნორმალურ საცხოვრებელი პირობების შექმნას.
კითხვები:
1) ის ფაქტი რომ გადაფორმება მოხდა სარჩელის აღძვრის შემდეგ რამდენად შეიძლება ჩაითვალის ეჭვის ობიექტურ საფუძვლად – ალიმენტს თავი აარიდოს მოპასუხემ?
2)თუ პირი მძიმე ეკონომიურ მდგომარეობაშია მაინც იმავე ოდენობით უნდა დაეკისროს ალიმენტი რას ნორმალურ პირობებში დაეკისრებოდა, მიუხედავად იმისა რომ აქტიური ნებელობითი მოქმედებით ჩაიგდო ასეთ მდგომარეობაში თავი?
