5 ფინანსური შეცდომა, რომელსაც ახალბედა მშობლები უშვებენ

data.whicdn.com-images-19747678-baby-boy-cute-czech-dad-Favim.com-229159_large

5 ფინანსური შეცდომა, რომელსაც ახალბედა მშობლები უშვებენ

ყველამ იცის, რომ ბავშვის აღზრდა არ არის იაფი. ა.შ.შ-ს მეურნეობის დეპარტამენტის ბოლო კვლევის მიხედვით, საშუალო ამერიკულ ოჯახს სჭირდება თვეში დაახლოებით 240-300 ა.შ.შ დოლარი ბავშვის გასაზრდელად, რაც მოიცავს მისი საჭმლით, საცხოვრისით და სხვა საჭირო პირობებით უზრუნველყოფას, მის სრულწლოვანობამდე.

ხარჯები შეიძლება გაიზარდოს, თუ მშობლებს სადავეებიდან გაექცევათ ფინანსური პოლიტიკა, განსაკუთრებით ბავშვის დაბადებიდან პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში. სამწუხაროდ, ბევრი მშობელი ამ პერიოდში არადეკვატურად ძვირიან და არასაჭირო ნივთებს ყიდულობს ახალდაბადებული ბავშვისათვის. ისინი გვერდზე დებენ თავიანთ ფინანსურ მიზნებს და მთელ ფულს ბავშვზე ხარჯავენ, ზოგიერთი მშობელი კი თავის თავს არ უტყდება რეალური ფინანსური მდგომარეობის შესახებ და ცხოვრობს ილუზიურ სამყაროში.

წარმოგიდგენთ ოთხ რჩევას ფინანსურ პოლიტიკასთან დაკავშირებით, როდესაც გიჩნდებათ ბავშვი:

1.  “მე მსურს საუკეთესო საკუთარი შვილისათვის”

ყველა მშობელს სურს საუკეთესო თავიანთი შვილებისათვის. მაგრამ საუკეთესო არ ნიშნავს ყველაზე ძვირიანი ბრენდების პროდუქციას, დელიკატეს საჭმელებს ან სამი დამხმარეს დაქირავებას. ბუნებრივია ახალი მშობელი სხვაგვარად უყურებს ფინანსურ საკითხებს, თუმცა მათ არ უნდა დაივიწყონ, რომ შვილის დაბადებამ არ უნდა განაპირობოს მომავალი ფინანსური კეთილდღეობის დაჩრდილვა – შეიძინეთ კარგი და ჯანმრთელი საჭმელი, შეიძინეთ კარგი ხარისხის პროდუქცია, დაიქირავეთ ძიძა, თუმცა ეს უნდა გააკეთოთ გონივრულობის ფარგლებში.

 2. “არ მჭირდება ფულის შენახვა პენსიისთვის”

თქვენ არ ბერდებით? თუ დროის გაჩერება შეგიძლიათ? ყველა მშობელს სურს, რომ შვილი ატაროს საუკეთესო სკოლაში, დაამთავრებინოს საუკეთესი უნივერსიტეტი, უზრუნველყოს ყველაფერი საუკეთესოთი და ა.შ. თუმცა გიფიქრიათ იმაზე თუ რას იზამთ როცა პენსიაზე გახვალთ?   სამწუხაროდ, ადამიანთა უმრავლესობა არ ინახავს ფულს პენსიისთვის. კვლევის მიხედვით გამოჩნდა, რომ დასაქმებულთა 18%-ს მიაჩნია, რომ მათ ექნებათ საკმარისი ფული კომფორტული სიბერიისათვის. 24% პროცენტი კი არ არის ასეთი დარწმუნებული.

ბუნებრივია მშობელი თავისი ინტერესების წინ შვილის ინტერესებს აყენებს, თუმცა ნუ მოიტყუებთ თავს, რომ ფულის შენახვისთვის შემდგომ იზრუნებთ. ამით მხოლოდ თქვენ დაზარალდებით. გსურთ სიბერეში თქვენ შვილებზე იყოთ დამოკიდებული?

3. „ქალი უნდა დარჩეს სახლში ბავშვთან“

კვლევის მიხედვით ქალთა 45%-ზე მეტი რჩება ბავშვის მოსავლელად სახლში. ასეთი ნაბიჯის გადასადგმელად საჭიროა ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის ობიექტური ანალიზი. შეძლებს ოჯახის შენახვას ერთი ადამიანი? დროებითი უარი სამსახურზე, ხომ არ განაპირობებს კარიერაზე მუდმივ უარს? ხომ არ შეუძლია ოჯახის სხვა წევრს დახმარება ? შესაძლებელია თუ არა ძიძის დაქირავება? სწორედ ყველა ამ და ასევე სხვა კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილება – დარჩეს თუ არა ქალი სახლში შვილის აღსაზრდელად, თუ საერთოდ კაცმა უნდა შეითავსოს ეს ფუნქცია.

4. “უფრო დიდი სახლი გვჭირდება.”

ოჯახის ზრდასთან ერთად უფრო დიდი სახლის მოთხოვნილება გასაკვირი არაა, მითუმეტეს თუ მომავალში კიდევ აპირებთ ბავშვის ყოლას. მაგრამ ამავდროულად, სახლის შეძენა ყველაზე ძვირადღირებული გადაწყვეტილებაა, შესაძლოა ყველაზე ძვირადღირებული, რასაც მთელი ცხოვრების მანძილზე გააკეთებთ.

არ დაიწყოთ ახალი სახლის ძიება ,სანამ თქვენს ფინანსურ მდგომარეობას არ შეაფასებთ. მხოლოდ იმიტომ რომ თქვენ შეგიძლიათ სახლის საყიდლად აიღოთ სესხი, არ ნიშნავს რომ ეს ყველაზე ჭკვიანური ფინანსური გადაწყვეტილებაა.

არ არის სავალდებულო მაინცდამაინც ახლა შეიძინოთ ის, იქნებ ამჯერზე ქირაობა სჯობდეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ დიდი ხნის განმავლობაში არ აპირებთ ამ ადგილას ცხოვრებას.   თუ მაინც გადაწყვეტთ სახლის ყიდვას, არაა აუცილებელი დღესვე გააკეთოთ.

დაიწყეთ დაზოგვა ყოველთვიურად. სახლისთვის გადასახდელი ყოველთვიური თანხის ოდენობა შეიძლება განსხვავდებოდეს. ზოგადად ასეთი წესია, რომ საცხოვრებელი სახლის ხარჯები არ უნდა აჭარბებდეს თქვენი თვიური შემოსავლის 28%–ს. ასევე გაითვალისწინეთ რომ ამის გარდა კიდევ მრავალი გადასახადი აქვთ გადასახდელი.