5 შეცდომა საქმიანი მოლაპარაკებების დროს

The-Art-of-Negotiationsხუთი ყველაზე დიდი შეცდომა საქმიანი მოლაპარაკებების დროს

საქმიანი მოლაპარაკება ხშირ შემთხვევაში დისკომფორტის მომტანი  შეიძლება გახდეს, რადგან იგი შეიცავს ვაჭრობის ელემენტებს: შეთანხმება ფასზე, სარფიან პირობებზე, ხშირად კონფრონტაციის მომტანია, რაც შინაგან დისკომფორტს იწვევს.

მოლაპარაკებების წარმოება, ისეთივე ბუნებრივი უნარია, როგორც ცურვა, ფეხბურთს თამაში და ა.შ. შესაბამისად იგი ექვემდებარება განვითარებას.

ყველას შეუძლია გახდეს კარგი მოსაუბრე, მთავარია არ დაუშვას ის შეცდომები, რომელიც ძალზე ხშირია მოლაპარაკებების წარმოების პროცესში.

წარმოგიდგენთ ხუთ ყველაზე უხეშ შეცდომას, რომელსაც ადამიანები უშვებენ მოლაპარაკებების პროცესში:

1. თავდაჯერებულობის ნაკლებობა

ადამიანი „მტაცებელი ცხოველია“, თუ იგი ხედავს არათავდაჯერებულ ოპონენტს, თამამდება და ყველაფერს აკეთებს მის დასაჩაგრად, თავისი პოზიციის გასამყარებლად. იგი ხედავს სისუსტეს და იყენებს მას.

ამიტომაც, სანამ დაიწყებთ მოლაპარკებას, დარწმუნდით, რომ იცით ოპონენტთან საერთო ინტერესებისა და ზოგადი მისწრაფებების შესახებ. აღნიშნული ცოდნა თქვენ მოგცემთ საშუალებას მოახდინოთ ოპონენტის ქცევებზე მანიპულირება.

2. იმ განწყობით ყოფნა, რომ გარკვეულ საკითხებზე შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია

კარგ მოლაპარაკების მწარმოებელს შესაძლებლად მიაჩნია ნებისმიერ საკითხზე შეთანხმება.

შეიძლება არსებობდეს ისეთი საკითხები, რომლებიც ორივე მხარისთვის უმნიშვნელოვანესი და ორივე მხარე ჯიუტად ცდილობს თავისი პოზიციის შენარჩუნებას. ასეთ საკითხებზე ეფექტიანი და ორმხრივად საინტერესო შეთანხმების მიღწევა ძალიან რთულია.

აიღეთ ინიციატივა, წარადგინეთ  ეფექტური და ურთიერთსასარგებლო ალტერნატიული გადაწყვეტა, ოპონენტი მხოლოდ მოხარული იქნება ეს თქვენგან მოისმინოს, რადგან მას თვითონ აქვს საკითხის გადაწყვეტის ინტერესი.

 3. გაიცანი შენი ოპონენტი

თუ არ იცნობთ ოპონენტს, ძნელია მას მოელაპარაკოთ. წარმოიდგინეთ რამდენად მარტივი იქნება მოლაპარაკების წარმოება, როცა თქვენ იცით ოპონენტის ფასეულობები, მოტივატორებსა და ხასიათს.

ყოველთვის უფრო მარტივია ესაუბრო ნაცნობ ადამიანს, ვიდრე უცნობ ადამიანს, რომლის შესახებაც არაფერი იცი.

4. კითხვების დაუსმელობა

გააქვთ შეკითხვები, დასვით ისინი? არაფერი იმაზე ნეგატიურად არ მოქმედებს მოლაპარკების შედეგზე, როგორც გაურკვევლობა და კითხვების არ დასმა.

თუმცა ბევრი და უაზრო კითხვების დასმა არაფერი კარგის მომტანი არ შეიძლება იყოს- არავის უყვარს ენაგაუჩერებელი ხალხი.

5. ძალიან ბევრი ლაპარაკი

ბევრი ლაპარაკი  წამგებიანია. მისაღებია როცა მომსხურების ან საქონლის შეთავაზებისას გამყიდველი ლაპარაკობს ბევრს თავისი პროდუქტის დადებით მხარეებზე, თუმცა არ ღირს დუმილის შეუფასებლობა.

როგორც ძველი ანდაზა იტყობინება: „ბრძნად მეტყველება ვერცხლია წმინდა, ხოლო დუმილი ოქროა რჩეული“.. რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, საქმიანი მოლაპარაკებების დროს სწორ დროს გაჩუმება ეფექტიანი შედეგის მომტანი შეიძლება იყოს.

Email
Phone
Messenger
Messenger
Phone
Email