23 ჩვევა,რომელიც შეცვლის თქვენ ცხოვრებას უკეთესობისკენ და შექმნის ახალ შესაძლებლობებს

shutterstock_9281572623 ჩვევა, რომელიც შეცვლის თქვენ ცხოვრებას უკეთესობისკენ და შექმნის ახალ შესაძლებლობებს

1. დაიწყეთ უცხო ენის შესწავლა, ოღონდ ამას უნდა დაუთმოთ ყოველდღიურად ნახევარი საათი მაინც.

2. ყოველ მესამე დღეს მოაწესრიგეთ თქვენი ოთახი, გადაყარეთ ყველანაირი არასაჭირო ნივთი (ხარახურა)!

3. უარი თქვით კომპიუტერულ თამაშებზე, ისინი აფუჭებენ თქვენს მსოფლმხედველობას და გარდაქმნიან ნორმალურ ადამიანებს დაკარგულ პიროვნებებად.

4. აღარასდროს შეჭამოთ “fast food” და სხვა მავნებელი საკვები. დაიწყეთ ჯანსაღი კვება.

5. ივარჯიშეთ დილაობით.

6. მიეჩვიეთ ყოველდღე ერთი და იმავე დროს დაძინებასა და გაღვიძებას.

7. მიირთვით საკვები რაც შეიძლება რეგულარულად ( ერთი და იგივე დროს)- თქვენი ორგანიზმი დიდ მადლობას გადაგიხდით.

8. იძინეთ არანაკლებ 8 საათი დღეში.

9. დაზოგეთ თქვენი შემოსავალი. დაიწყეთ მოგზაურობაზე შეგროვება. გამგზავრება უცხო ქვეყანაში ანვითარებს თქვენს მსოფლმხედველობას.

10. იფიქრეთ მხოლოდ დადებითად (კარგზე) – ყველაფერი აუცილებლად ასრულდება! ხშირად გაიღიმეთ.

11. ყოველდღე აღნიშნეთ და ჩაიწერეთ თქვენი ნებისმიერი მიღწევა, თუნდაც ყველაზე პატარა და უმნიშვნელო.

12. დაიწყეთ სწორი წიგნების კითხვა,რომლებიც შეცვლიან თქვენ ცხოვრებას.

13. დაუთმეთ ინტერნეტში ყოფნას თქვენი დღის მაქსიმუმ 1 საათი.

14. საკვების მირთმევამდე 10- 15 წუთით ადრე დალიეთ თითო ჭიქა სუფთა წყალი. დღეში უნდა დალიოთ არანაკლებ 2 ლიტრი.ეს აჯანსაღებს შინაგან პროცესებს,თქვენ იგძნობთ თავს გაცილებით უკეთ.

15.დაუთმეთ დრო თქვენს სხეულს. დაწვით ზედმეტი ცხიმი.

16. იპოვეთ თქვენი მიზნების ფოტოები და მიაკარით საჩვენებელ ადგილას. ვიზუალიზირება ძალზედ მნიშვნელოვანია.

17. ჩამოწერეთ ქაღალდზე ყველა საქმე,რომელთა შესრულება დიდი ხნის წინ უნდა გექნათ და არ გამშვიდებენ.მოიშორეთ ისინი და იცხოვრებთ უფრო მშვიდად.

18. უარი თქვით უცენზურო სიტყვებზე და გამოთქმებზე,რომლებიც აბინძურებენ თქვენ ენას და ხასიათს.

19. გააკეთეთ ყოველდღიურად ერთი პატარა კარგი საქმე. გაკეთებისას კი არ დაელოდოთ უკუგებას. სიკეთე დაგიბრუნდებათ სხვა გზით.

20. შეეცადეთ მიირთვათ ყოველდღე ხილი,ბოსტნეული,კენკრა. შეცვალეთ ჩვეულებრივი საჭმელი ახალი და სასარგებლო ბოსტნეულით.

21. იარეთ გამართულად,მიაქციეთ თქვენს ზურგს ყურადღება.

22. უარი სთქვით ყოველგვარ შესაძლო მავნებელ ჩვევაზე. თამბაქოს მოწევა და ალკოჰოლის მიღება იწვევს კიბოს და სხვა დაავადებებს. ნუ გაწირავთ თავს საცოდავ ცხოვრებაზე.

23. გაუკეთეთ კომპლიმენტები და უთხარით სასიამოვნო სიტყვები ადამინებს.იქნება კარგი,თუ ეს ჩამოგიყალიბდებათ ჩვევად, თუმცა ყურადღება მიაქციეთ, რომ აღნიშნული არ გადაიზარდოს პირფერობაში..