16-18 წლამდე პირთა ქორწინებას სასამართლოს ნებართვა დასჭირდება

married16-18 წლამდე პირთა ქორწინებას სასამართლოს ნებართვა დასჭირდება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში საჭიროა შევიდეს ცვლილება, რომლის თანახმადაც, 16-დან 18 წლამდე პირთა ქორწინებაზე ნებართვის გაცემის შესაძლებლობა მხოლოდ სასამართლოს ექნება, – 2015 წლის 25 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა.

დღეისთვის მოქმედი რედაქცია საშუალებას აძლევს არასრულწლოვან პირებს, ქორწინების რეგისტრაცია მშობლების თანხმობის საფუძველზე მოახდინონ.

„გამომდინარე იქიდან, რომ ადრეულ ასაკში ქორწინების ინიციატორები ხშირად არასრულწლოვანთა მშობლები არიან და, ზოგიერთ შემთხვევაში, ქორწინება იძულებითაც კი ხდება, ცვლილება შესაძლებლობას მოგვცემს ასეთი ტიპის შემთხვევების პრევენცია მოვახდინოთ და პატივსადები მიზეზის არსებობისას სასამართლომ იმსჯელოს არასრულწლოვან პირთა ქორწინების შესაძლებლობაზე“, – ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში.

მათი ინფორმაციით, ამ ინიციატივით საქართველოს სახალხო დამცველმა გაიზიარა ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის რეკომენდაცია, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს სწორედ ამგვარი ცვლილებისკენ მოუწოდებდებს.

წყარო: Liberali.ge