წარმატება და მისი კანონზომიერებანი

5-handling-success

წარმატება და მისი კანონზომიერებანი

ლოგიკურად ჟღერს, რომ კარგი განათლება, დიდი შრომა და პოზიტიური განწყობა განაპირობებს წარმატებას.

თუმცა, მეორე მხრივ, ცხოვრებისეული ჭეშმარიტებაა, რომ ცხოვრება რთულია, იმაზე რთული, ვიდრე წარმატების ნებისმიერი ლოგიკური ახსნა.

ამდენად, ნებისმიერი ნაცადი ფორმულის გამოყენება არ არის წარმატების გარანტია. თუმცა, მიუხედავად ამისა, წარმატების ფორმულის ცოდნა ყოველთვის უპირატეს პოზიციაში გვაყენებს იმათთან შედარებით, ვინც ბრმად მოქმედებს.

წარმოგიდგენთ შვიდ მოსაზრებას წარმატების შესახებ:

1)   სამყაროს არ აინტერესბს თქვენ წარმატებას მიაღწევთ თუ არა

როცა წარმატებული ხარ, გგონია რომ სამყარო შენსკენ არის, ხოლო როცა წარუმატებელი ხარ, გგონია, რომ ყველაფერი შენ წინააღმდეგ მოქმედებს. სიმართლე გახლავთ ის, რომ ყველა ადამიანი თავის თავზე არის პასუხისმგებელი, სამყარო კი ნეიტრალურია იმ მოვლენების მიმართ, რაც გარშემო ხდება.

2)   ყველაზე დიდი წინაღობა წარმატების მიღწევისკენ ხართ თქვენ

ყოველთვის იპოვით მიზეზს, თუ რატომ არ გაამართლა თქვენმა ბიზნესმა, რატომ გამოგიშვეს სამსახურიდან და ა.შ., მაგრამ ამ მიზეზად არავინ არ აღიქვამს საკუთარ თავს.

იცოდეთ, რომ ყველაზე დიდი წინაღობა თქვენსა და წარმატებას შორის ხართ თქვენ.

3)   თქვენ არავისი არ გმართებთ

კარიერის განმავლობაში შეიძლება ბევრ ადამიანს დაეხმაროთ, მათი კარიერული წინსვლა უზრუნველყოთ. ამან შეიძლება შეგიქმნათ კარგი რეპუტაცია და პროფესიული კავშირები, თუმცა ეს არ იძლევა გარანტიას, რომ თქვენ მიერ განხორციელებული კარგი საქციელი ყოველთვის უკან დაგიბრუნდებათ. პირიქით, შესაძლოა ადამიანი, რომელსაც დადებითად მოეპყარით, ბრუტუსივით მოგექცეთ და ზურგში დანა დაგარტყათ.

4)   წარმატება და გამართლება ახლოს დგას ერთმანეთთან

კარგი სამსახურის შოვნა, ბიზნესში წარმატების მიღწევა, ხშირად განპირობებულია კარგ ადგილას და კარგ დროს ყოფნაში. გამართლებას ვერ მოიპოვებ და ვერც იპოვი, თუმცა პროფესიული უნარებისა და თვისებების გამომუშავება დაგეხმარებათ იმ ადგილისა და დროის პოვნაში, სადაც ის შეიძლება შეგხვდეთ.

5)   უცებ შეიძლება დაკარგო ყველაფერი, რაც შექმენი

როცა გაქვს ბევრი ფული, გაქვს კარგი სახლი, შეგიძლია შვილების სწავლა დააფინანსო.. ამ ყველაფრით უნდა დატკბე, რადგან შეიძლება მოხდეს ისე, რომ ეს ყველაფერი წამში გაქრეს. მაგ: ვალებში გადავარდე და დაკარგო ყველაფერი, ჯანმრთელობის პრობლემებმა განაპირობოს ყველაფრის დაკარგვა და ა.შ.

6)   შეიძლება ლაპარაკობდე, ფიქრობდე და აკეთებდე სწორ რაღაცეებს, თუმცა მაინც ვერ მიაღწიო წარმატებას

ელიტური უნივერსიტეტიდან დიპლომი, დაუღალავი შრომა და ა.შ. ამ ყველაფერმა შეიძლება არ მოგიტანოთ წარმატება. ასეთი რაღაცეების ხდება ცხოვრება მოულოდნელობებით არის აღსავსე. არავინ არ იცის წინასწარ რას უნდა ელოდოს.

 7)   შენ განსაზღვრავ თუ რას ნიშნავს წარმატება

ერთხელ ერთ-ერთმა ლექტორმა თქვა, რომ წარმატება და ბედნიერება არა მატერიალური სუბსტანცია, არამედ გონებრივი მდგომარეობააო. მართლაც ასეა, შეიძლება გქონდეს მილიონი, მაგრამ არ იყო ბედნიერი და ამავდროულად შეიძლება გქონდეს ერთი პატარა ქოხი და ყოველდღე ძლივს შოულობდე საჭმლის ფულს, მაგრამ იყო ბედნიერი.