ფულადი ვალდებულების შესრულება ფულადი ერთეულის კურსის ცვლილებისას

fx-image

ფულადი ვალდებულების შესრულება ფულადი ერთეულის კურსის ცვლილებისას

წინამდებარე სტატიაში ვისაუბრებთ ფულადი ვალდებულების შესრულების საკითხებზე, ფულადი ერთეულის კურსის ცვლილების შემთხვევაში.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ფულადი ვალდებულებები შეიძლება მხარეებმა განსაზღვრონ, როგორც ეროვნულ ვალუტაში, ისე უცხოურ ვალუტაში.

საინტერესოა რა ემართება ფულად ვალდებულებას , როცა ფულადი ერთეულის კურსი იცვლება . ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი გამოიყენება ე.წ. ნომინალიზაციის პრინციპი, რომელსაც აფუძნებს სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც:

თუ გადახდის ვადის დადგომამდე გაიზარდა ან შემცირდა ფულის ერთეული (კურსი), ან შეიცვალა ვალუტა, მოვალე ვალდებულია გადაიხადოს იმ კურსით, რომელიც შეესაბამება ვალდებულების წარმოშობის დროს. ვალუტის შეცვლისას გადაცვლით ურთიერთობებს საფუძვლად უნდა დაედოს ის კურსი, რომელიც ვალუტის შეცვლის დღეს არსებობდა ფულის ამ ერთეულებს შორის.“

ამდენად, ნომინალიზაციის პრინციპის თანახმად, მოვალე ვალდებულია ვალი დააბრუნოს ფულადი ნიშნების იმავე რაოდენობით, რომელიც შეესაბამება ვალდებულების წარმოშობის დროს.

მაგ: თუ მარიამმა ისესხა 1000 ლარი გიორგისგან, რომლითაც მას შეეძლო 500 ლიტრი ბენზინის ყიდვა, ხოლო ვალის დაბრუნებისას იმავე 1000 ლარით მხოლოდ 460 ლიტრი ბენზინის ყიდვა გახდა შესაძლებელი. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ნორმალური კურსის ცვლილებასთან და სესხი ბრუნდება ფულადი ნიშნების იმავე რაოდენობით, რომელიც გადაეცა მარიამს სესხის აღების დროს.

ჩნდება კითხვა, რა ემართება ფულად ვალდებულებას, როცა ფულადი ერთეულის ცვლილება სცილდება ნორმალური კურსის ცვლილებას?

ასეთი სიტუაცია გვაქვს:

) დენომინაციის დროს მაგ: საბჭოთა კავშირის დროს 10 მანეთის ნომინალი შეიცვალა 1 მანეთის ნომინალით.

) ვალუტის შეცვლისას, მაგ: კუპონი შეიცვალა ლარით.

)  ეროვნული ვალუტის ჰიპერინფლაცისას, ფულადი ერთეულის მკვეთრი გაუარესება.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში არ გამოიყენება ნომინალიზაციის პრინციპი და უნდა მოხდეს არსებითად შეცვლილი გარემოებების მისადაგება ვალდებულების შინაარსის მიმართ, შესაბამისად გაზრდილი ვალდებულების მოცულობა უნდა შემცირდეს.