საგანგებო სიტუაციები და მიტიგაცია

48c627bbceafრა არის მიტიგაცია?

მიტიგაცია გულისხმობს  ყველა იმ მოქმედებათა ერთობლიობას, რომელსაც ახორციელებს სახელმწიფო, ცალკეული საგანგებო სიტუაციიდან გამომდინარე რისკების შესამცირებლად.

ამდენად, მიტიგაცია წარმოადგენს ჯერ არ დამდგარი საგანგებო სიტუაციის პრევენციისკენ მიმართული ღონისძიებების ერთობლიობას.

მიტიგაციის ცნება განსაზღვრულია საქართველოს კანონში „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“, სწორედ ამ კანონის მიზანია დაარეგულიროს სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის საგანგებო სიტუაციებიდან გამომდინარე საფრთხის პრევენცია და შემდგომ უკვე რეალიზებული საფრთხიდან გამომდინარე ზიანის ლიკვიდაცია.

რა არის მიტიგაციის მიზანი?

მიტიგაციის უპირველეს ამოცანას წარმოადგენს – მსხვერპლისა და დაშავებულ ადამიანთა რიცხვის შემცირება, ხოლო მეორადი ამოცანაა – მატერიალური და ეკონომიკური ზარალის შემცირება.

 ყოველი საფრთხის უკეთ გაგებისთვის  გაცნობიერებული უნდა გვქონდეს ამ საფრთხის: 

  • მიზეზი;
  • მასშტაბი;
  • ინტენსივობა და ალბათობა;
  • ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური მექანიზმების რღვევის სიხშირე;
  • შესაძლო კატასტროფისგან გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური შედეგები 

მიტიგაციის სტრატეგიის ერთ-ერთი მიზანია – ადამინებში გამოიწვიოს თვითდაცვის სურვილი თავისივე შესაძლებლობიდან გამომდინარე. ეს განსაკუთრებით ეხება ეკოლოგიური ხასიათის საგანგებო სიტუაციებს, რადგან ბუნებრივ, ტექნოგენურ და ბიოლოგიურ-სოციალური ხასიათის საგანგებო სიტუაციების მიტიგაციაზე მუშაობენ (უნდა მუშაობდნენ) სახელმწიფო სტრუქტურები, რომელთა მოვალეობაა მოსახლეობის დაცვა და უსაფრთხოება.

მიტიგაციის სტრატეგიის (მოქმედების გეგმის) შერჩევისას აუცილებელია კარგად იყოს შესწავლილი იმ მოსალოდნელი საფრთხის ხასიათი, რომელთანაც შემდგომში მოგვიწევს „შეჯახება“.