რით განვსხვავდებით მილიონერებისგან?

portrait_of_a_businessman_writing_an_acrion_plan_on_the_screen_1346073447

მილიონერთა ხუთი დამახასიათებელი თვისება

საინტერესოა თუ არსებობს მილიონერთა გენი?? დნმ-ის ისეთი კონფიგურაცია, რომელიც განაპირობებს პირის მატერიალურ კეთილდღეობას სხვა პირებთან შედარებით??

LexION capital management-ის აღმასრულებელი დირექტორის ელ კაპლანის აზრით:

„არსებობენ ადამიანები, რომლებიც გამოიმუშავებენ მილიონებს და არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ მილიონები. ძალიან ხშირად ვხედავთ მილიონერ ადამიანებს, რომლებიც საბოლოო ჯამში ბანკროტები ხდებიან. მაგალითად, ადამიანები, რომლებსაც მემკვიდრეობით ერგოთ მილიონები.“

გვინდა წარმოგიდგინოთ ხუთი თვისება, რომელიც ყველაზე ხშირად ახასიათებთ მილიონერებს.

1)   ისინი ხედავენ პერსპექტივას, იქ სადაც სხვები ხედავენ მხოლოდ წინაღობებს.

ასეთ ადამიანებს გააჩნიათ საოცარი თვისება დაიჯერონ და აღიქვან ის შესაძლებლობა, რასაც სხვები ვერ ხედავენ. მათ შეუძლიათ ზუსტად განსაზღვრონ, რომ მათი მოქმედება აწმყოში განაპირობებს მათ წარმატებას მომავალში.

2)   ინვესტირების უნარი

მილიონერები არ აგროვებენ უბრალოდ ფულს, არამედ  ყოველთვის ფულის ინვესტირებას ახდენენ. როცა ფულს დებ ბანკში, ის გენახება, მაგრამ ამით არ ხდები მილიონერი, ხოლო ამ ფულის მსყიდველობითი უნარი კი მცირდება. ხოლო როცა ახდენ ინვესტირებას, შენ გეძლევა შესაძლებლობა გააკეთო მეტი ფული.

მილიონერი არამხოლოდ ბიზნესში ახდენს ინვესტირებას, მისი მთავარი საინვესტიციო ობიექტი საკუთარი თავია. ისინი ინვესტირებას ახდენენ თავიანთ თავში, ყოველდღიურად ვითარდებიან, მუშაობენ და აღწევენ წარმატებას.

3)   რისკი და წარუმატებლობა

მილიონერები რისკავენ, მაგრამ არა, როგორც რიგითი პოკერის მოთამაშე – თავისი და თავიანთი ოჯახის საზიანოდ. ისინი სწორედ აფასებენ სიტუაციას და ღებულობენ რაციონალურ რისკს, გონივრული მიზნის მისაღწევად. თუმცა ამავდროულად ისინი ყოველთვის ეჯახებიან წარუმატებლობას და განიცდიან უკუსვლას, სწორედ ასეთ სიტუაციებში ვლინდება მათი თვისება  გაცურონ ზვიგენებით სავსე წყალში.

4)   შინაგანი დისციპლინა

მათ შეიძლება არ უყვარდეთ ბევრი ლაპარაკი, არ ჰქონდეთ მაღალი ხელფასი დაქირავებით მუშაობისას, არ ჰყავდეთ განვადებით ნაყიდი ჯიპი , თუმცა მათ აქვთ საოცრად ორგანიზებული შინაგანი დისციპლინა.

ისინი ცხოვრობენ წესებით „დახარჯე ნაკლები, ვიდრე გამოიმუშავებ“ ; „არასდროს დახარჯო ფული, რომელიც ჯერ არ მოგიპოვებია“

5)   ისინი არიან ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებმაც იციან თავიანთი ძლიერი მხარეები.

როცა ვლაპარაკობთ მილიონერებზე, გვიჩნდება წარმოდგენა, რომ ისინი არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან ბევრს გამოიმუშავებენ მოკლე დროში. ეს მთლად ასე არ არის. არსებობენ მილიონერები, რომლებიც წელიწადში სულ რამდენიმე ათასობით დოლარი შეიძლება გამოიმუშავოს, მაგრამ მას აქვს მილიონები, რადგან იცის, რომ ჯობია იმოქმედო ნელა და შედეგიანად, ვიდრე სწრაფად და უშედეგოდ.

მილიონერები არიან ჩვეულებრივი ადამიანები ცხოვრების ყველა ასპექტის გათვალისწინებით. თუმცა მათ გააჩნიათ ეს განსხვავებული თვისებები, რომლებიც განაპირობებს მათ სტატუსს.