აპლიკაცია ველომოყვარულთათვის – Velocity

აპლიკაცია ველომოყვარულთათვის – Velocity

გიყვართ ველოსიპედით სეირნობა? მაშინ ეს აპლიკაცია სწორედ თქვენთვისაა, Velocity ეს არის თქვენზე მორგებული ქართული აპლიკაცია, რომელიც სრულიად უფასოა და გთავაზობთ საინტერესო შესაძლებლობებს.

რას გთავაზობთ Velocity?

მანძილი და დრო

აპლიკაციის მეშვეობით თქვენ შეძლებთ დააფიქსიროთ თქვენ მიერ, ველოსიპედით, დაფარული მანძილი და დრო.

ასევე აპლიკაცია აფიქსირებს გზის თითოეულ მონაკვეთზე ყოფნის დროს.

Velocity-ის გამოყენებით თქვენ საშუალება გაქვთ რუქაზე ნახოთ ის ადამიანები, რომლებიც იმ კონკრეტულ მომენტში იყენებენ აპლიკაციას და სეირნობენ ველოსიპედზე.

ჯგუფები და რანკინგი

აპლიკაციაში მოცემულია ყველა მონაწილის რანკინგი, ასევე საშუალება გაქვთ შექმნათ ჯგუფები, მოაწყოთ ტურნირები და შეჯიბრები.

Velocity-ის ასევე გააჩნია სოციალურ მედიაში შედეგების გავრცელების ფუნქცია.