3 თვისება, რომელიც თქვენს წარმატებას განაპირობებს

cute-success-kid-1920x1080.0.0წარმატების ფორმულა

ეჭვგარეშეა, რომ IQ-ს დიდი როლი უკავია წარმატების მიღწევაში, თუმცა ბოლო დროს წარმოებული კვლევების შედეგად მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ არსებობს თვისებები, რომლებსაც ბევრად მეტი გავლენა აქვთ ადამიანის წარმატებაზე, ვიდრე IQ-ს. წარმოგიდგენთ სამ ასეთ თვისებას:

  1. თვითკონტროლი

თვითკონტროლი არის თვისება, რომელიც ძლიერ განაპირობებს საკუთარი მიზნებისა და სურვილების მიღწევის შესაძლებლობას.

უთხარით საკუთარ თავს “არა”, როდესაც გაგიჩნდებათ სურვილი არაეფექტიანად დახარჯოთ დრო, სოციალური მედიის, კომპიუტერული თამაშებისა და სხვა „დროისაკლავის“ გამოყენებით. ნაცვლად ამისა, დაატანეთ საკუთარ თავს ძალა და ივარჯიშეთ დილით, შეეცადეთ ყოველ დღე ისწავლოთ რაიმე ახალი.

  1. ემპათია

ემპათია არის უნარი შეხვიდეთ სხვა ადამიანის მდგომარეობაში. ემპათია იძლევა საშუალებას მოხდეს ურთიერთდაპირისპირების აღმოფხვრა, როდესაც სხვადასხვა შეხედულებები ერთმანეთს უპირისპიერდება და წარმოიშობა კონფლიქტი. ამასთან დაკავშირებით გავიხსენოთ ტედი რუზველტის სიტყვები: „ადამიანებს არ აინტერესებთ რამდენი იცით, მანამ სანამ ისინი გაიგებენ, რამდენად გაღელვებთ“

  1. სიმტკიცე

ცნობილმა ფსიქოლოგმა ანგელა დაკვორსმა შეისწავლა წარმატებული ადამიანები სხვადასხვა სოციალურ სფეროში, მან დაასკვნა, რომ მათი წარმატების  მთავარი ფაქტორი, არ არის, არც ინტელექტუალობა, არც კარგი ფიზიკური აღნაგობა, განათლება და ა.შ., არამედ სიმტკიცე. გავიხსენოთ ცნობილი ფილმი „Scarface” , სწორედ სიმტკიცის დამსახურებით გახდა ტონი მონტანა წარმატებული.

Email
Phone
Messenger
Messenger
Phone
Email