მშენებლობის სექტორი საქართველოში

მშენებლობის სექტორი  საქართველოში

მშენებლობის სექტორი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ბიზნეს სფეროა, რაც გამოწვეულია სხვადასხვა ფაქტორებით.

მათ შორის უცხოელი ინვესტორების ამ სფეროსადმი განსაკუთრებული დაინტერესებით – ყოველწლიურად ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი წილი სწორედ მშენებლობის სექტორზე მოდის.

მოთხოვნა ასევე დიდია საქართველოს მაცხოვრებლებისა და ემიგრანტების მხრიდანაც.

ბოლო წლების მონაცემებით, ინვესტიციების მოცულობით, სამშენებლო სექტორი სიდიდით მეოთხე ადგილზეა. ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის, უძრავი ქონებით ოპერაციებისა და საფინანსო სექტორის შემდეგ.

ინვესტიციების ზრდის პარალელურად, გაიზარდა სამშენებლო მიწებზე მოთხოვნაც, მათ შორის რეგიონებშიც, განსაკუთრებით აჭარასა და კახეთის რეგიონებში.

რა ტიპის უძრავი ქონება არის ყველაზე მოთხოვნადი საქართველოში?

ძირითადი მოთხოვნა მოდის, შედარებით პატარა ზომის ბინებზე, საშუალოდ 40-60 კვ.მ ფართის მქონე ბინებზეა განსაკუთრებული მოთხოვნა.

გეოგრაფიული თვალსაზრისით ყველაზე მეტი ბინა იყიდება თბილისსა და ბათუმში, ამაზე მეტყველებს მშენებლობის ბუმიც, რომელიც ამ ორ ქალაქში შეინიშნება.

რაც შეეხება ფასებს, ბინების ღირებულება დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, მათ შორის ადგილმდებარეობა, ჩაბარების პირობები, მშენებლობის ეტაპები და სხვა.

საშუალო ფასები, შავი კარკასის ბინების შემთხვევაში, მერყეობს 350-850 დოლარის ფარგლებში.

გსურთ ბინის შეძენა ?

საქართველოში ბევრი სამშენებლო კომპანია საქმიანობს, თუმცა ხშირად ხარისხიანი ბინის პოვნა საკმაოდ ძნელია.

ერთ-ერთი სანდრო კომპანია გახლავთ ჯევერს დეველოპმენტი, რომელმაც ჩამოყალიბების დღიდან, თავისი საქმიანობის მთავარ მიზნად დაისახა: ხარისხიანი, კომფორტული და ხელმისაწვდომი სახლების მშენებლობა საქართველოს ტერიტორიაზე.

ეწვიეთ კომპანიის საიტს და გაეცანით მიმდინარე პროექტებს: www.geverse.ge

სხვა სიახლეები

BLH - Business & Legal Hub